ეკონომიკა

საქართველოს ამბიცია – გახდეს ინვესტიციების ცენტრი

28 ოქტომბერი, 2010 • • 954
საქართველოს ამბიცია – გახდეს ინვესტიციების ცენტრი

მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომელსაც 62 ქვეყნის ათასზე მეტი ბიზნესმენი ესწრება.

ფორუმის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს წამყვან ბიზნესმენებს და სახელმწიფო მოღვაწეებს შეხვდა. მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართვაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე.   განხილვის თემა იყო, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკური გამოცდილება და სოციალური ტრანსფორმაცია. პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია მოიზიდოს საქართველოში.

ფორუმი სამდღიანია და იგი დღეს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი