ახალი ამბები

ივანიშვილმა ორგანიზაცია “მოქალაქე” დააარსა

23 იანვარი, 2014 • • 1263
ივანიშვილმა ორგანიზაცია “მოქალაქე” დააარსა

“არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა,” – ნათქვამია ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ორგანიზაციის ხედვისა და მიზნების შესახებ მისი დამფუძნებელი დაწვრილებით 28 იანვარს, ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრებს.

 

 

როგორც საჯარო რეესტრის ბაზაში, ორგანიზაციის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასახული მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალაურ საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას, იზრუნებს საქართველოს დამოუკიდებელი და პასუხისმგებელიანი მედიის განვითარებისათვის, იღვაწებს, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და განმტკიცებისათვის, ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სამართლის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას, შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის კონცეფციას, რისთვისაც გამოიყენებს, ხალხთა და კულტურათა დაახლოების ტრადიციულ და კანონიერ მეთოდებს, გამოკვეთს საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მიმდინარე გლობალურ და რეგიონლაურ პროცესებში და განსაზღვრავს მათ გავლენას საქართველოზე და რეგიონზე.

 

“ორგანიზაცია მოაწყობს სემინარებსა და კონფერნეციებს და განახორციელებს მიზნობრივ პროექტებსა და პროგრამებს, გამოიყენებს ინფორმაციის გაცვლისა და გავრცელების სხვადასხვა საშუალებას”, – ნათქვამია ივანიშვილის არასამთავრობოს ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცენების თავში.

 

ამავე დოკუმენტიის მიხედვით, “მოქალაქე” ორგანიზებას გაუკეთებს ბეჭდვით გამოცემას, შექმნის ვებგვერდს, გამოსცემს ორგანიზაციის საქმიანობის გზამკვლევს, გაავრცელებს ინფორმაციას მასობრივი საშუალებებით.

 

“[მოქალაქე] განახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც აკრძალული არ არის კანონით და ემსახურება ორგანიზაციის ინტერესებს”.

 

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხამარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ორგანიზაციის მიზნების რეალიზაციას.

“ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლის, შემომწირველების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების მქონე პირებს შორის, დაუშვებელია. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ ეს ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას”.

 

ზემოხსენებული დოკუმენტის თანახმად, ორგანიზაცია ასევე აპირებს, რომ  იზრუნოს ეროვნული მეურნეობის აღდგენასა და განვითარებაზე, ხელი შეუწყოს ქვეყნის რეგიონებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების თანაბარ და მდგრად განვითარებას:

“პარტნიორულ ურთიერთობებს დაამყარებს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნეს–წრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, რელიგიურ ორგანიზაციებთან, საჯარო და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. იზრუნებს საქართველოს მოქალაქეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდისთვის, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაში.

ორგანიზაცია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული გარდაქმნის პროცესში ჩართავს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და გამოიყენებს, მათ მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას, თავს მოუყრის ინოვაციურ იდეებსა და პროგრესულ ინიციატივებს, რათა ხელი შეუწყოს და შექმნას ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მექანიზმები და ინსტიტუტები; სახელმწიფო და საზოგადოებრივი აქტივობის სხვადასხვა სფეროში, განახორციელებს კვლევით საქმიანობას, როგორც უშუალოდ ასევე გარეშე პირების მეშვეობით; გააერთიანებს ღირსეულ და შესაბამისი დარგის პროფესიონალებს, რომელთა მეშვეობითაც ორგანიზაცია შეისწავლის ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, შეიმუშავებს მათი გამკლავების გზებს და თავის დასკვნებს გააცნობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას”, – ნათქვამია ორგანიზცია “მოქალაქის” მიერ დეკლარირებულ მიზენბსა და ამოცნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი