ეკონომიკა

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობა ცდილობს მოიჭიროს ქამრები

15 მაისი, 2015 • • 1524
EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობა ცდილობს მოიჭიროს ქამრები

ამის შესასახებ EBRD-ის პრეზიდენტმა დღეს თბილისში, ევრობანკის 24-ე შეხვერდისა და ბიზნესფორუმის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა: 

 

“საქართველოს ეკონომიკური ზრდა შემცირდა 2,3%-მდე 2015 წლისთვის. ეს არის ყველაზე კარგი პროგნოზი ამ რეგიონისათვის, თუ რეგიონს მთლიანობაში განვიხილავთ. ანუ საშუალოდ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება 1,8% საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის. რაც შეეხება პროგნოზირებას, თუ დავუბრუნდებით იანვრის თვეს, რისკები გაიზარდა, ეს არის რეცესიით გამოწვეული, რასაც რუსეთში ჰქონდა ადგილი. ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრადად ვითარდება იმ გარემოში, რომელშიც მას უხდება ყოფნა. ვფიქრობ, რომ ცენტრალური ბანკი, ასევე მთვარობა შეძლებს, რომ ეს პროცესი მართოს და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა. მე არ ვფიქრობ, დიდი ხანი დასჭირდება იმას, რომ საქართველომ თავისის პოტენციალი განავითაროს. ეკონომიკური საფუძვლები საკმაოდ გონივრულია.”

 

რაც შეეხება ფისკალურ დეფიციტს,  ევრობანკის (EBRD) პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს აკონტროლოს ფინანსები და მოიჭიროს ქამრები:

 

“ამავდროულად, აუცილებელია სხვა ღონისძიებები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კარგი გეზი აღებული, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს.”

 

14-15 მაისს თბილისში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი გაიმართა, რომლის ორგანიზებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფომ 17 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

 

ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვივნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი