ახალი ამბები

პეტრე რომანი: შესაძლოა სააკაშვილი დამნაშავეა პოლიტიკურად, მაგრამ მართლმსაჯულება სხვაა

25 მარტი, 2014 • • 885
პეტრე რომანი: შესაძლოა სააკაშვილი დამნაშავეა პოლიტიკურად, მაგრამ მართლმსაჯულება სხვაა

“მე მაქვს საკუთარი გამოცდილება ასეთ საკითხზე, მე ვიყავი რუმინეთის პრემიერ–მინისტრი გარდამავალ პერიოდში, ამ გამოდილების შესაბამისად ვიტყოდი, რომ საქართველოს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება შეკითხვები დაუსვას პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის მართლმსაჯულების საკითხზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონიერების საფუძველზე, არა როგორც შურისძიება. დიდი განსხვავებაა, როდესაც ეს ხორციელდება კანონიერად და როდესაც ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული. თუ ეს მოტივირებულია სამართლებრივად და არა პოლიტიკური ანგარიშსწორებით, მაშინ ეს არის სწორი. შესაძლოა სააკაშვილი დამნაშავეა პოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ მართლმსაჯულება სხვა რამეა, კრიმინალი სხვა რამეა. დიახ – კანონიერებას, არა – პოლიტიკურ ანგარიშსწორებას”, – განაცხადა პეტრე რომანმა.

 

სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების საკითხს გამოეხმაურა ასევე პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ხოსე ლელო:

 

“მე არ ვაპირებ, რომ ჩვენი მოსაზრება დავაფიქსირო. ჩვენ მოვიკითხეთ სიტუაციის შესახებ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ემოციური სიტუაციაა ქვეყანაში. ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვეყო, რა არის ემოციური და რა არის რაციონალური, მაგრამ ეს რთულია ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალჩინოსანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი