ახალი ამბები

ივანიშვილის საჩუქრები, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა

23 იანვარი, 2014 • • 1919
ივანიშვილის საჩუქრები, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა

 

 

 

 

 

 

 

 

როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, ივანიშვილის განდაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მიღებული ყველა საჩუქარი სახელმწიფოს გადაეცა. 

 

საჩუქრები კანცელარიაში ინახება და, როგორც კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი ამბობს, ახლო მომავალში თითოეული მათგანი სპეციალურ სტენდებზე განთავსდება. 

 

ივანიშვილის საჩუქრების ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის. 

 

“სამწუხაროდ, ამ ოთახში ყველა საჩუქარი ვერ განვათავსეთ. მხოლოდ ნაჩუქარი წიგნების რაოდენობა 100-ს აღემატება,”- განაცხადა კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსმა.

 

პრემიერობის დროს მიღებულ საჩუქრებს შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასცა, არის ნახატები, წიგნები, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სამოსი, ხელით ნაქსოვი ხალიჩა, საათები, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მიერ ნაჩუქარი საათი.

 

2013 წლის 13 სექტემბერს ილია მეორე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში სტუმრად იმყოფებოდა, სტუმრობისას მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა მაშინ მოქმედ პრემიერ–მინისტრს საჩუქრად “ULYSSE NARDIN”-ის საათი აჩუქა.

 

2013 წლის 28 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საათი, რომელიც პატრიარქმა აჩუქა პრემიერს, არქივს გადაეცემოდა.

 

მაია ცქიტიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიღებული საჩუქრების სახელმწიფოსთვის გადაცემის ინიციატივას ირაკლი ღარიბაშვილი ტრადიციად დაამკვიდრებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი