ახალი ამბები

კვირიკაშვილი ვილნიუსში: ქართული პროდუქცია მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ არის დამოკიდებული

28 ნოემბერი, 2013 • • 1106
კვირიკაშვილი ვილნიუსში: ქართული პროდუქცია მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ არის დამოკიდებული

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მიმდინარე ბიზნეს–ფორუმზე განაცხადა, სადაც შეკითხვა რუსეთის საკითხზე დაუსვეს. კვირიკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციული გზის ურყევობას და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ჩვენ უკვე გავიარეთ ძნელი პერიოდი რუსეთთან ურთიერთობაში. 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ჩაკეტა თავისი ბაზარი, საქრთველოს სერიოზული მუშაობა დასჭირდა ალტენრატიული ბაზრების მოძიებისთვის. უკრაინა ამ დივერსიფიკაციის ნათელი მაგალითია. ქართული პროდუქცია აღარ არის დამოკიდბეული მხოლოდ რუსეთის ბაზარზე. რა თქმა უნდა, რუსეთთან კიდევ რჩება პოლიტიკური პრობლემები, მაგრამ ვითარდება სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები. რა თქმა უნდა, მტკივნეული იქნება, თუ რუსეთი კიდევ ერთხელ ჩაკეტავს თავის ბაზარს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ქართული პროდუქცია მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ არის დამოკიდებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა ვილნიუსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი