ახალი ამბები

ბურჯანაძე: ბოკერიას და ნაცმოძრაობის პროვოკაციის გამო ეკლესიის მსახურთ ასამართლებენ

23 ივლისი, 2013 • 1113
ბურჯანაძე: ბოკერიას და ნაცმოძრაობის პროვოკაციის გამო ეკლესიის მსახურთ ასამართლებენ

“ჩვენ დღეს აქ ვართ კვლავ კუბლაშვილის სასამრთლოში და ვართ იმის მოწმენი, რომ გიგა ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობის დადგმული სცენარის და პროვოკაციის გამო ასამართლებენ ეკლესიის მსახურთ. ეს განსაკუთრებით აღმაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ უამრავი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ჩართულნი იმ დამნაშავე სისტემაში, რომელიც ადამიანებს ქონებას ართმევდა, ღირსებას ულახავდა, აუპატიურებდა ციხეებში, ეს ადამიანები არიან გარეთ, მკვლელები არიან გარეთ და, რაც მთავარია, ამ სისტემის შემქმნელნი სააკაშვილის მეთაურობით არიან გარეთ და დასეირნობენ თავისუფლად,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო პირების სასამართლო პროცესი 1 აგვისტოსთვის გადაიდო. 

 

თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი