ახალი ამბები

მერია: წელს მძღოლების ხელფასების ზრდა შეუძლებელია

8 ნოემბერი, 2012 • 1549
მერია: წელს მძღოლების ხელფასების ზრდა შეუძლებელია

მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, აკაკი ჯოხაძის განცხადებით, წელს მძღოლების ხელფასების ზრდა შეუძლებელია:

“თბილისის სატრანპორტო კომპანია დედაქალაქის ბიუჯეტიდან  45 მილიონი  ლარით ფინანსდება . წელს ფiზიკურად შეუძლებელია ხელფასების ზრდა, ხოლო რაც შეეხება მომავალ წელს ხელფასების გადახედვას, ეს დამოკიდებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერზე. როგორც ნობილია, ამ ეტაპზე საუბარია თბილისის ბიუჯეტის 100  მილიონი ლარით შემცირებაზე, ყველაფერი ცნობილი გახდება დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც დამტკიცდება თბილისის ბიუჯეტი და ამის შემდეგ  ჩვენ   შესაძლებლობა მოგვეცემა, გადავხედოთ თითოეული მძღოლის ხელფასის  საკითხს”, – ნათქვამია აკაკი ჯოხაძის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი