ახალი ამბები

მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

14 იანვარი, 2016 • 3778
მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

BBC–ის ცნობით,  ინგლისელი კინოსა და თეატრის მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.

მან განსაკუთრებით სახელი გაითქვა როლებით: პროფესორი სნეიპი ფილმების სერიიდან ჰარი პოტერზე, ჰანს გრუბერი ფილმიდან კერკეტი კაკალი და ნოტინგჰემის შერიფი 1991 წლის ფილმიდან “რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული”.

“მსახიობი და რეჟისორი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. იგი ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში იყო,”– ნათქვამია მსახიობის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი