ახალი ამბები

დელისის მეტროსთან ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

4 იანვარი, 2016 • 2546
დელისის მეტროსთან ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

დღეს, 4 იანვარს, თბილისში ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დელისის მეტროსთან მამაკაცი გაიყინა, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით, ის ბუნებრივი სიკვდილით დაიღუპა.

“დილით მოხდა ეს ფაქტი. ხანდაზმული მამაკაცია გარდაცვლილი. სავარაუდოდ, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა ჩვენ ექსპერტიზა მაინც დავნიშნეთ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში გამოძიება მაინც იწყება ხოლმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. პირველადი მონაცემებით, არანაირი დაზიანება აღენიშნებოდა. სავარაუდოდ, მამაკაცს გულის პრობლემა ჰქონდა. საბოლოო პასუხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი,” – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი