ახალი ამბები

TBC TV ad: ”საგა”-ს რეკლამაში ბავშვის თვალწინ არანაირ ბილწისტყვაობას არ ჰქონია ადგილი

10 დეკემბერი, 2015 • 1489
TBC TV ad: ”საგა”-ს რეკლამაში ბავშვის თვალწინ არანაირ ბილწისტყვაობას არ ჰქონია ადგილი

TBC TV Advertising, რომელმაც კომპანია SAGA-ს სარეკლამო გროლი გადაიღო, სადაც არასრულწლოვანი სექსის სცენას აღწერს, აცხადებს, რომ მოზარდმა არ იცოდა თუ რას ამბობდა სინამდვილეში და ამიტომ არასრულწლოვნის მოაწილეობა პრობლემას არ წარმოადგენს.

სარეკლამო კომპანია აცხადებს, რომ სარეკლამო რგოლის გადასაღებ მოედანზე ბავშვის თვალწინ არანაირ ბილწისტყვაობას არ ჰქონია ადგილი და რეკლამა დამუსავების შემდეგ ხელახლა გაახმოვანეს.

თუმცა, კითხვაზე, რომ როგორ ახსნიან იმას, რომ მოზარდი აღწერს სექსის სცენას, TBC TV Advertising-ში ”ნეტგაზეთს” უპასუხეს, რომ ბავშვმა მხოლოდ დაიზეპირა ტექსტი და არ მოუკითხია თუ რას ნიშნავდა:

“თითონ ბავშვი არც ისეთი პატარა არ არის როგორც მანდ ჩანს, რომ რაღაც ვერ გაეგო, ან სხვანაირად გაეგო. ჩვენ რეპეტიციები ჩავატარეთ, მის მშობლებთანაც ვისაუბრეთ, დავეკითხეთ იურისტებსაც და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ანუ ის, რომ ბავშვის ხმა ისნის, არ ნიშნავს რომ იცის რა ხდებოდა სინამდვილეში. მან დაიზეპირა ტექსტი, როგორც პროფესიონალმა მსახიობმა. ეს არის ტექსტი, რომელიც ბავშვმა დაიზეპირა არც მოუკითხია რას ნიშნავდა, ვერც მიხვდა რაზე ლაპარაკობდა, ამიტომ პრობლემას არ წარმოადგენდა”.

რაც შეეხება იმას, რომ ინტერნეტთან წვდომა აქვთ ასევე სხვა მოზარდებს, TBC TV Advertising-ში აცხადებენ, რომ მშობლემა უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზოები, რომ მათ შვილებს ხელი არ მიუწვდებოდეთ ისეთ პროდუქციაზე, რომელიც მათ ასაკს არ შეფერება.

TBC TV Advertising აცხადებს, რომ მომავალ კვირაში SAGA-სარეკლამო კამპანიის მესამე ნაწილი გამოვა, რომლის სათაურია ”შემწყნარებლობა”.  კომპანიაში არ აზუსტებენ თუ რას შეეხება ახალი სარეკლამო ვიდეო.

”საგა”-ს რეკლაა, რომელიც ”სექსუალური აღზრდის” სახელით გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით, სახალხო დამცველმა, ფსიქოლოგებმა და იურისტებმა შეაფასეს, როგორც ბავშვის უფლებები სდარღვევად. სახალხო დამცველმა და კომუნიკაციების კომისიამ მოუწოდეს, რომ ჩაეხნათ რეკლამა, რასაც არ ეთანხმება რეკლამის გადამღები TBC TV Advertising.

მასალების გადაბეჭდვის წესი