ტექნოლოგიები

რა უნდა ვიცოდეთ, თუ ფრენისას ლითიუმ-იონის ელემენტის შემცველი მოწყობილობა გადაგვაქვს

24 თებერვალი, 2016 • 1970
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ფრენისას ლითიუმ-იონის ელემენტის შემცველი მოწყობილობა გადაგვაქვს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) მიიღო გადაწყვეტილება სამგზავრო-საჰაერო ხომალდით მხოლოდ ტვირთის სახით ლითიუმ-იონის ელემენტების გადაზიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

ამ ტიპის ელემენტი არაერთ სატელეფონო მოწყობილობაში გამოიყენება.

ლითიუმ-იონის ბატარეა © gsmarena

ლითიუმ-იონის ბატარეა © gsmarena

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით, რომლის დროსაც გამოიკვეთა ამგვარი ელემენტების მოჭარბებული საფრთხის შემცველობა, უმეტესად მოკლე ჩართვასთან დაკავშირებით.

“შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

ეკიპაჟისა და მგზავრის მიერ გადასატან რეგისტრირებულ ბარგსა და ხელბარგზე;

როდესაც ლითიუმ-იონის ელემენტი ინტეგრირებულია მოწყობილობაში;

ლითიუმ-იონის ელემენტის სატვირთო-საჰაერო ხომალდით გადაზიდვისას”.

ICAO-ს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2016 წლის 1 აპრილიდან, მისი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

“ფრენების უსაფრთხოებისათვის მომეტებული რისკის გამო, ავიკომპანიებმა შესაძლოა დააწესონ დამატებითი შეზღუდვები კუთვნილი საჰაერო ხომალდებით ლითიუმ-იონის ელემენტების გადატანასთან დაკავშირებით, ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ მგზავრებს ურჩევს, კონკრეტული ფრენის განხორცილებამდე ყოველთვის დააზუსტონ ავიაგადამყვანის მიერ დადგენილი მოთხოვნები აღნიშნულთან დაკავშირებით”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი