ტექნოლოგიები

პოლიციის ვებგვერდი სპეციალურად ბავშვებისათვის

6 აპრილი, 2011 • • 1803
პოლიციის ვებგვერდი სპეციალურად ბავშვებისათვის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის ვებგვერდის საბავშვო ვერსიის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა. შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ის კრიტერიუმები, რასაც kids.police.ge უნდა აკმაყოფილებდეს.

შსს-ს მოთხოვნით, პოლიციის საბავშვო საიტი უნდა იყოს შემეცნებით-საგანმანათლებლო, რომელიც 3-დან 13 წლამდე ბავშებისთვის იქნება განკუთვნილი. საიტზე უნდა იყოს დარეგისტრირების მარტივი სისტემა, რათა ამის გაკეთება ბავშვებმა დამოუკიდებლად შეძლონ. საწყის გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს სიახლეები პოლიციის მიერ ბავშვებისთვის ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების და ბავშვთა უფლებების შესახებ, ასევე უდნა განთავსდეს ბავშვებისთვის საინტერესო ინფორმაცია.

პოლიციის საბავშვო საიტზე უნდა იყოს თამაშები, საგანმანათლებლო ანიმაციები და ტესტები მოძრაობის წესების, ასევე, პოლიციის, სახანძრო და სამაშველო სამსახურის ფორმების გარჩევის, 022-ზე დარეკვის, ხიდებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენების შესახებ. გარდა ამისა, საიტზე დარეგისტრირებულ ბავშვს უნდა შეეძლოს თამაშის შენახვა და მისი მოგვიანებით გაგრძელება. Kids.police.ge-ს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად დიზაინის ცვლილების ფუნქცია, ასევე უნდა გააჩნდეს სხვადასხვა ენის არჩევის ფუნქცია.

კონკურსანტებმა განაცხადი შსს-ში 2011 წლის 20 მაისამდე უნდა წარადგინონ. პროექტში ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ვებგევრდის ფერები, ბლოკები, ასევე, შესრულების დრო და ბიუჯეტი. შსს კონკურსანტებს მაგალითის სახით სხვადასხვა ქვეყნების პოლიციების ვებგევრდების სთავაზობს, მათ შორის არის FBI-ს საბავშვო ვებგევრდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი