თუ სოციალურ ქსელში შენ მიერ გავრცელებულ ინცორმაციას შენი მეგობარი დაა–like-ებს, მერე იმის მეგობარი დაა-share-ებს და ა.შ. აღმოჩნდება, რომ შენ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სულ რაღაც ექვსი ხელის ჩამორთმევა გაშორებს.
”ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია”, მეორენაირად ”პატარა სამყაროს ეფექტი”, ადამიანებს შორის არსებული კავშირების შესწავლის შედეგად შეიქმნა. ამერიკელმა სოციოლოგმა სტენლი მილგრამმა ამერიკის პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს 300 კონვერტი დაურიგა და დაავალა, რომ სხვა ქალაქში მცხოვრები ადრესატისთვის ფოსტის გამოყენების გარეშე გადაეცათ. კონვერტის გზა ადრესატამდე ძალიან მოკლე აღმოჩნდა. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ნებისმიერ ადამიანს მეორესგან საშულოდ ექვსი ხელის ჩამორთმევა აშორებს.
”ექვსი ხელის ჩამორთმევის თეორია” სოციოლოგებს სოციალური ქსელის თავისებურებების საჩვენებლად არ შეუქმნიათ, თუმცა სოციალური მედიის შესახებ სახელმღვანელო გვეუბნება, რომ ეს თეორია ზუსტად ასახავს სოციალური ქსელის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, მანძილი პლანეტის ნებისმიერ ადამიანს შორის სოციალურ ქსელში საგრძნობლად მცირდება.
”სოციალური მედიის ხიბლიც ზუსტად ეს არის. ჩემ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მე ვაცნობ ჩემს მეგობარს, რომელიც ამ ინფორმაციას აცნობს თავის მეგობარს და ამგვარად, ჩემ მიერ ინიცირებულმა ინფორმაციამ შეიძლება მთელი მსოფლიო მოიაროს. რეალურად გამოდის, რომ უცნობ ადამიანებს შორის მანძილი ძალიან მოკლეა”, – ამბობს სანდრო ასათიანი, სოციალური მედიის შესახებ სახელმძღვანელოს ავტორი.
სანრდო ასათიანის სახელმძვანელოს პრეზენტაცია ”ევროპის სახლში” გუშინ გაიმართა. სახელმძღვანელო PH international-ის პროექტის ”სოციალური მედია სკოლაში” – ფარგლებში შეიქმნა. პროექტი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა შორის დანაშუალის პრევენციას სოციალური მედიის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელო სასკოლო პროექტის ფარგლებში შეიქმნა, ავტორის თქმით, ის სასარგებლო იქნება სოციალური მედიით დაინტერესებული ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის.
მას, ვისაც ინტერნეტ-რესურსის საშუალებით მთელ მსოფლიოსთან საუბარი სურს და არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს რესურსი, სახელმძღვანელო ნაბიჯ-ნაბიჯ აუხსნის, როგორ შექმნას საკუთარი მარტივი ვებგვერდი, ბლოგი, ექაუნთი facebook-ზე ან საკუთარი YouTube არხი და როგორ გამოიყენოს ეს რესურსი ახალი ამბების, მოსაზრებების, ვიდეოების გასავრცელებლად. სახელმძღვანელო, ასევე, გვაცნობს ინტერნეტის შექმნის ისტორიას, სოციალური მედიის თავისებურებებსა და როლს, სოციალული ქსელების უპირატესობებსა და საფრთხეებს და ა.შ.
სახელმძღვანელოს შინაარსის შესახებ ავტორმა პრეზენტაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური მედიის მთავარი, უნიკალური თვისება მის საყოველთაობაშია. ამის საილუსტარციოდ ავტორმა პრეზენტაციაზე ჟურნალ Time-ის მაგალითი მოიყვანა.
ჯერ კიდევ 2006 წელს ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანად აბსტრაქტული ”შენ” გამოაცხადა, ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც ინფორმაციას ათავსებს ინტერნეტში.
”თუ თავიდან ინტერნეტში ახალ ამბებს მასმედიის წარმომადგენლები ათავსებდნენ, რაღაც მომენტში მოხდა გარდატეხა და უფრო მეტ ახალ ამბავს ინტერნეტში ჩვეულებრივი ადამიანი ავრცელებს საკუთარ ბლოგის ან ფეისბუქის გვერდის საშუალებით”, – ამბობს ასათიანი.
ჟურნალმა ამით ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ნელ-ნელა ტრადიციულ მედიას სოციალური მედია ანაცვლებს, რადგან ჩვეულებრივი ინტერნეტ მომხმარებლის აქტიურობა ახალი ამბების გავრცელების კუთხით მკვეთრად იზრდებოდა. მათი ოპერატიულობა კი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა მედია საშულებების – ტელევიზიის, რადიოსი თუ გაზეთებისა.
სოციალურმა მედიამ ყველა ტრადიციულ მედიასაშულებას აჯობა ოპერატიულობაში, სწორედ ამიტომ ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა სოციალური მედიის გამოყენება დაიწყეს, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტისა – ახალი ამბების გასავრცელებლად. დღეს თითქმის ყველა გაზეთს, რადიოს, ტელევიზიას აქვს საკუთარი ვებ–გვერდი თუ ბლოგი ინტერნეტში.
სოცილური მედიის გამოყენება მსოფლიო მასშტაბით გაიზარდა, თუმცა, სახელმძღვანელოს მიხედვით, ჯერ ისევ არსებობს თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნები, სადაც ინტერნეტით სარგებლობა შეზღუდული ან შეუძლებელია, სადაც ბლოგპოსტისთვის შეიძლება ციხეში მოხვდე, ან უამრავი სიცრუის მოფიქრება მოგიწიოს იმისთვის, რომ ბლოგისთვის ჩანაწერი გააკეთო.
მაგალითად, თურქეთში YouTube-ის გამოყენება რომ სცადოთ, არაფერი გამოგივათ. ეს ვიდეო სერვისი თურქეთის მთელ ტერიტორიაზე დაბლოკილია. ირანში კი ყველა ბლოგერი ვალდებულია, თავისი ბლოგი კულტურის სამინისტროში დაარეგისტრიროს, რადგან სახელმწიფო სტრუქტურებს ბლოგების თვალის დევნება გაუადვილდეთ. თურქმენეთში უფრო ნაკლებად სჭირდებათ სახელმწიფო სტრუქტურებს ბლოგერების კონტროლი, რადგან ამ ქვეყანაში ინტერნეტი, ფაქტობრივად, არ არსებობს. პირველი ინტერნეტ კაფე თურქმენეთში 2007 წელს გაიხსნა, თუმცა ინტერნეტ კაფეს მომხმარებლებს აქ პირდაპირ ჯარისკაცები დარაჯობდნენ და აკონტროლებდნენ. ჯარისკაცები არ აკონტროლებენ ინტერნეტ კაფეებს კუბაში, რადგან აქ ინტერნეტი ხელმისაწვდომი მხოლოდ სასტუმროებშია. იმის გამო, რომ სასტუმროებში შესვლა ადგილობრივებისთვის ადვილი არაა, კუბელ ბლოგერს, იოანი სანჩესს ათასგვარი ხრიკების მოფიქრება უწევს სასტუმროში შესაღწევად და ბლოგისთვის ახალი პოსტის გასაკეთებლად. თუმცა ღვაწლი დაუფასდა და 2009 წელს იოანის ბლოგზე კომენტარი ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დატოვა. ობამამ იოანის ბლოგს ”უნიკალური ფანჯარა” უწოდა, რომლიდანაც კუბაზე არსებული ყოველდღიურობა მოჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ცდილობს, ინტერნეტცენზურა დაამკვიდროს და ქსელი გააკონტრლოს, ასათიანი ამბობს, რომ უპირატესობას, რომ მისი გაკონტროლება ბოლომდე შეუძლებელია, ინტერნეტ მედია ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს. მისი კიდევ ერთი უპირატესობა ტრადიციული მედიასთან სწორედ ეს არის. ინტერნეტს არ ჰყავს რედაქტორი, პროდიუსერი ან მმართველი. ”ეს არის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ყველა ვქმნით და ვავსებთ. ინტერნეტში ხვდება ხშირად ის, რაც ვერ მოხვდება ტრადიციულ მედიაში ცენზურის გამო”, – განმარტა ასათიანმა სახელმძღვანელოს პრეზენტაციაზე.
სოციალური მედიის შესახებ სახელმძღვანელოს გამოცემა ორგანიზაცია ”transition online”-მა დააფინანსა. სახელმძღვანელო ვრცელდება უფასოდ.