ტექნოლოგიები

“მე ვარ სტატუსი, თქვენ კი არ მა–like-ბთ”

20 თებერვალი, 2011 • • 1734
“მე ვარ სტატუსი, თქვენ კი არ მა–like-ბთ”
ვალენტინობის ბრწყინვალე დღესასწაულმა წელსაც ტრადიციულად ჩაიარა: ზოგმა რუსთაველი გაიხსენა, ზოგმა – შარშანდელი სიყვარული (იმავე პერიოდის თოვლივით გამქრალი), ზოგს გული აენთო (მგზნებარედ), ზოგსაც – სანთლები აუნთეს (ფანჯრის წინ), ზოგი – facebook–ზე აწუწუნდა – “რა გევალენტინებათ, მე ხომ ასეთი უბედური ვარო”, ზოგი ვალენტინობის მკრიტიკებელთა კრიტიკას შეუდგა დაბეჯითებით და ზოგმა კი საერთოდ მკრიტიკებელთა კრიტიკოსები გააკრიტიკა. რა თქმა უნდა, „სიყვარულს რომ მაინცდამაინც ერთი დღე არ უნდა და ყველა დღე სიყვარულისაა“ არც ამის აღნიშვნა დავიწყებიათ და  თხუთმეტი აპრილი რომ ბესო ჩუბინიძის ცოლის დაბადების დღეა, არც იმისა.
თუმცა, აღნიშნული რიტუალების გარდა, ვალენტინობა საჩუქრების გაცვლასაც მოითხოვს. ერთ–ერთი ყველაზე ორიგინალური საჩუქრის იდეით კი (თუ ხარჯის სიმცირესაც გავითვალისწინებთ) CDIS–პი–RELI  გამოირჩა. მისი ბლოგი ექსპერიმენტულია, რომლის საშუალებით ბლოგერი ყველა ჯურის ადამიანის ტყავში შეღწევას ისახავს მიზნად და ამასთან ერთად ბევრისაგან განსხვავებული სურვილებიც გააჩნია: „მინდა ათეისტებით სავსე დიდ ყვითელ ავტობუსს, დიდად მორწმუნე მართლმადიდებელი მძღოლი მართავდეს, რომელიც ყველა ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს იწერს. (იქნებ როგორმე ხევში გადაიჩეხოს ავტობუსი და აბსოლიტურად ყველამ სხეულის მოტეხილობები მიიღონ, თორემ გაბურღეს ტვინი ცალკე სამარხვო ხაჭაპურებით და ცალკე ამ ხაჭაპურებზე კაიფით)

ვისაც მაია ასათიანისა და ნანუკა ჟორჟოლიანის კრიტიკა ყელის მიდამოებთან აქვს მომდგარი, შეუძლია კრიტიკოსას ბლოგზე შევიდეს და გული ეკა ხოფერიას „აუდიტორიის“ გაკილვით მოიფხანოს. გულის ქექვის ძირითადი საფუძველი კი ის არის, რომ წამყვანმა (ბლოგერის აზრით) გადაცემის ფორმატი დაივიწყა და სოციალური პრობლემების ნაცლად „city-ბრითი“ადამიანების გაშუქება დაიწყო: თუკი ეკა ხოფერიას გლამურული (ამ სიტყვაზე სულ სარეცხი ფხვნილიგალამახსენდება) საზოგადოება მოსწონს, მაშინ გააკეთოს სადუნიშვილის, ასათიანისა და ჟორჟოლიანის მსგავსი გადაცემა. მაგრამ თუ კი ამბობს რომ ეს გადაცემა სოციალურ თემებს მიეძვღვნება, იმუშაოს სოციალურ და საზოგადოებისთვის პრობლემატურ საკითხებზე. მერამდენე გადაცემაა უკვე ხალხი რაღაც მისთვის საინტერესოს ელოდება, საბოლოოდ კი ქართული გლამურის ძევებირჩებათ ხელში.

რიგითი ათეისტი და თანამედროვე ღმერთი

რიგ შემთხვევებში, ადამიანებს დავიწყებული მეგობრები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც facebook-ზე რაიმეს “დალაიქებაა” საჭირო. თან სასურველი მიზნის მიღწევას იმდენად ჩქარობენ, რომ „როგორ ხარ, რას შვრები“–ზე პასუხის გაცემასაც კი აღარ უცდიან და პირდაპირ საქმეზე გადადიან ხოლმე. კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაშია ღმერთი, რადგან მას ძირითადად ხავსზე ხელისგაშვების შემდეგღა იხსენებენ, ანუ, დაახლოებით ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ერთი რიგითი ათეისტი აღმოჩნდა. ამბავი ჩიქოს დღნაშვურ ბლოგზეა აღწერილი – უეცრად, მის ნავს თავს დაესხა ლოხნესის ურჩხული!.. უაზრმაზარი, საზარელი, სისხლის მსმელი მონსტრი! ზუსტად ისეთი, როგორიც ვიკიპედიის სტატიებშია აღწერილიურჩხულმა ერთი (მისთვის) მარტივი მოძრაობით ჩვენი ჩვეულებრივი ათეისტი, თავისი ნავიანად, მაღლა, დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლეზე აისროლა და გულმოდგინედ დააფჩინა პირი, მფრინავი დელიკატესის მოლოდინში“ – და საინტერესო დასასრულიც აქვს. 

არ ვიცი, რამდენად მოუწევდა მოსეს სინას მთაზე ასვლა, მის დროს “facebook” რომ არსებულიყო, მაგრამ თუ ენდებლოგს ვენდობით, თანამედროვე ღმერთი “faithbook”–ში მაინც ნამდვილად კარგად ერკვევა და “ამის დასადასტურებლად ბლოგერს ღმერთის ფრაზებიც მოჰყავს“:  1. მე ვარ სტატუსი, თქვენ კი არ მალაიქებთ. 2. მე ვარ ფოტო, თქვენ კი არ მიკომენტებთ. 3. მე ვარ ფერმა, თქვენ კი არ მაფხვიერებთ. 4. მე ვარ ივენთი, თქვენ კი არ მესწრებით. 5. მე ვარ ლინკი, თქვენ კი არ მიზიარებთ... რად დამაჰაიდე ადამიანო?!  :( რად არ გახსენი ჩემი ლოვე ბარათი?! მოიგონე, რომ შენს პეთს ვეფერებოდი. მოიგონე, რომ გიჯიკე. მოიგონე, რომ ნაძვის ხის სურათზე ვარსკვლავად დაგთაგე...”

პროფესია – მათხოვარი და ნათხოვარი მანქანა

ქართველებს ერთი ასეთი (სავარაუდოდ, საბჭოთა) გამოთქმა – „კაპიკს კაპიკზე აწებებდა“ – გვაქვს, რომელიც ადამიანის გაჭირვება–მომჭირნეობაზე მიუთითებს, თუმცა, საბოლოოდ, მას მაინც მოზრდილი კაპიტალის მფლობელად წარმოაჩენს ხოლმე. ეს ფრაზეოლოგიური ასოციაცია კი ჩორვენის  პოსტ – „ყველაზე მომგებიანი პროფესიის“ წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა, სადაც ის – ერთი კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე – „კაპიკ–კაპიკ“ მათხოვრობას დიდი მოგების მომტან ბიზნესად მიიჩნევს: ძალიან სარფიანისამუშაოაეს მათხოვრობა ხოდა მე კიდე დღეში 8 საათი ვმუშაობ, პროექტებზე ვჩალიჩობ და რისი გულისათვის? იმის ნახევარსაც არ ვიღებ, რასაც მათხოვრობით გავაკეთებდი, თანაც ამ ბოლო დროს თბილისელი მათხოვრები საკმაოდგაძერსკდნენდა 5 ან 10 თეთრს თუ მისცემ სახეში ისე გესვრიან უკანრომ შეიძლება გაწითლდე და სინდისმაც შეგაწუხოსეს რა ვაკადრე / ვიკარდეო” 

მათხოვარის მოგერიება (თუ ის კატეგორია არ არის, შეფურთხების ალტერნატივით რომ გიღობავს გზას) შედარებით ადვილია, მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ნაცნობი მოდის და შენს საყვარელ, ნალოლიავებ მანქანას გთხოვს: თან ფიქრობწელიწადი ფარავდი ამ მანქანისთვის გამოტანილ კრედიტსცივ ნიავს არ აკარებ, უვლი, არასოდეს არაფრისთვის მგირტყამს, გზაზე პატარა ორმოსაც გვერდს უვლი, საერთოდ, მანქანა შენი მარჯვენა ხელია. და…  უნდა დაჯდეს შენი მანქანის საჭესთან დაქალის ცანცარა ქმარი (რომელიც თავის მანქანასაც არ უვლიდა), ქმრის ლოთი ძმაკაცი, ცოლის ყოვლად უშინაარსო დაქალი ან მეზობლის ჩანჩურა ბიჭი, თუ ვინც იქნება და იაროს აქეთიქითდატკბეს შენი ნაყიდი კომფორტით, იქნებ ჯარიმებიც დაიმსახუროს ან ორმოებშიც ალაწუნოსბრრრრრრრრრრრ!“. carblogზე  გამოქვეყნებულ პოსტში „შენ არ გათხოვებ ჩემს მანქანას! ანუ, ქმარი და მანქანა არ თხოვდება“ მსგავს თხოვნაზე უარის თქმის რამდენიმე ვარიანტია განხილული, რაც ნებისმიერი ავტომოყვარულისა და ავტოს მოყვარულისათვის ნამდვილად სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს. 

მეცხრე ბლოკი და ბლოგის გა–მეორე–ბა

ოთხმოცდაათიანელების ბავშვობა კვირაში ერთხელ გადამწვარ მეცხრე ბლოკთან და თვეში ერთხელ ანთებულ ნათურასთან ხშირად ასოცირდება. მერაბინიოს  პოსტი „მეცხრე ბლოკი“ კი კიდევ ერთხელ გვაბრუნებს იმ ეპოქაში, სადაც “კასანდრასა” თუ “ველური გულის” საყურებლად გენერატორიან მეზობლებთან ვიკრიბებოდით და მერე სერიალს სანთლის შუქზე, ოჯახურ გარემოში ვარჩევდით ხოლმე: „დღეს ჯულიასთანაც ვეღარ ჩავალთ – აკუმულატორის დატენვა ვერ შეძლო და მის სახლშიც ისეთივე სიწყნარე და სიბნელეა, როგორც ჩვენთან. სამაგიეროდ კარტს ვითამაშებთ ოჯახურ გარემოში, ან დედა წაგვიკითხავს ზღაპრებს სანთლის შუქზე. მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა თუ სიღარიბისა, მე მაინც ბედნიერი ბავშვი ვარ.“

ზოგისთვის კი ბავშვობა ასტრიდ ლინდგრენთანაა დაკავშირებული – თავისი კარლსონით, პეპით, ემილით, კალე ბლუმკვისტით, ბიულერბიუელი თუ სალტკროკელი ბავშვებით, რასმუსით, ოსკარითა და ბევრი სხვა პერსონაჟით სავსე ზღაპრული სამყაროთი. მოლი ბლუმის ლინდგრენისადმი სიყვარულით გამთბარი (ასეთი სახეობის “საწვავიც” არსებობს) ეს პოსტი „ბნელი 90–იანების“ კიდევ ერთ ნათელ წერტილს გაგახსენებთ: რამდენიმე დღის წინსახურავის ბინადარი კარლსონისახალთახალი, უგემრიელესი გამოცემა მაჩუქეს ვიკლანდის ფანტასტიური შავთეთრი ილუსტრაციებით. მოვდიოდი, მომქონდა გულში ჩახუტებული წიგნი და ვფიქრობდირა ბედნიერებაა, რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა გოგონა, რომელმაც ჩემში ბავშვი გადაარჩინა

სხვა და სხვ.

ადამიანები ხშირად მოვალეობის მოხდის მიზნით ვმოქმედებთ: ვულოცავთ დაბადების დღეებს, დავდივართ არასასურველ წვეულებებზე, ვეპატიჟებით ზოგიერთებს მხოლოდ იმიტომ, რომ „დაუპატიჟებლობა სირცხვილია და არ გამოვა“, მივდივართ ბიძაშვილის მეგობრის ქორწილში და მრავალი სხვა. რაც მთავარია მიზეზიც მტკიცე და ურყევი გვაქვს: „რას იტყვის ხალხი, უხერხულია“. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებაზე წერს ბაბისა  პოსტში blah და განსაზღვრულ წესებსა თუ რიტუალებს უპირისპირდება: ამიტომ თუ უწინ მაინც იძულებით მიწევდა რაღაცეების კეთება, ახლა არც იმის მერიდება, ეს ვინმემ ჩემს უცნაურობად , ან თუნდაც ახირებად (და .) ჩათვალოსუბრალოდ არ ვაკეთებ.არ მივდივარ ქორწილში, რომელიც ისეთი ადამიანისაა, ბავშვობაში რომ ვნახე და მას მერე არც მე მის ცხოვრებასთან და არც მას ჩემს ცხოვრებასთან საერთოდ შეხება აღარ გვაქვს და უბრალოდნათესავია და უნდა დავპატიჟო”- გამო მეპატიჟება და ვერ მაცვლევინებს აზრს სიტყვაუხერხულია”.

ავსტრალიოპითეკობიდან დღემდე ადამიანის განვითარებამ ბევრი „ჰომო“ გამოიცვალა და საბოლოოდ „ჰომო კომპიუტეროსამდე“ დავიდა. ეს სწორედ ის ეტაპია, როდესაც „ჰომო რობოტუსამდე“ რამდენიმე სტატუსი და საცალფეხო ლინკიღაა დარჩენილი. ჩვენი ამჟამინდელი სტატუსის (და გარობოტების საფრთხის დონის) დასადგენად კი Da-v-iD რამდენიმე სიმპტომს გვაცნობს: “თუ კომპიუტერთან ჯდომისას გავიწდებათ დროის შეგრძნება. თუ ახლობლებთან და მეგობრებთან შეკითხვაზე „რას აკეთებ არ გამოხვალ!?“ ცრუობთ და პასუხობთ რომ „ვერა სამუშაო მაქვს და ვერ გამოვალ“ . თუ მეგობრებთან ყოფნისას ოცნებობთ „ნეტა ახლა შემახედა რა ხდება ქსელში“. თუ ინტერნეტში ისეთ ინკოგნიტო პროფილს ხსნი რომელიც თქვენს რეალურ მორალს და ქმედებებს სრულებით ეწინააღმდეგება… მაპატიე მაგრამ ნამდვილად დამოკიდებული ხარ. სნეული ხარ სენით რომელსაც ჰომო კომპიუტერუსი ჰქვია“

პ.ს: ამ კვირისათვის სულ ეს იყო. თან ტელევიზიები მიცდიან, მეზობელს ვაუჩერი უნდა ვაჩუქო და სირცხვილია, რომ ვალოდინო. ბოლოსდაბოლოს, ჯერ კიდევ რამდენი ვაუჩერი აქვთ გადასაღები…

 

მასალების გადაბეჭდვის წესი