ტოკიოში დღეს, 27 იანვარს, კორპორცია SONY-იმ ახალი თაობის PlayStation Portable–ის (PSP) პრეზენტაცია მოაწყო. სათამაშო აპარატის კოდური სახელწოდებაა – Next Generation Portable (NGP).
მოწყობილობა გარეგნულად გამოიყურება როგორც მისი წინამორბედი. თუმცა ახალ მოდელს დიზანიც და ფუნქციონალიც შეცვლილი აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ 182×83,5–მმ ზომის სათამაშო ARM Cortex-ის ბაზაზე მომუშავე 4–ბირთვიან პროცესორს იტევს.
ახალ მოდელს უკვე დე-ფაქტო სტანდარტად ქცეული კომუნიკაციის საშუალებები აქვს – Wi-Fi, 3G, 2 კამერა (წინ და უკან), Bluetooth, GPS. ასევე ოპციონალურად – სტერეო ხმის გამოსავალი გარე მოწყობილობებზე და მიკროფონი.
ძირითადად, სათამაშოდ განკუთვნილი პატარა აპარატის OLED ეკრანი 5–დიუმიანია.
ძველ ღილაკებს ორი ახალი, ეგრეთ წოდებული „ანალოგები“ დაემატა, რითიც იგი PS3-ის ჯოისტიკივით მოხერხებული გახდა. ცნობილ თამაშებთან – Hot Shots Golf, Killzone, Epic citadel –ერთად მოწყობილობაში ჩატვირთულია ისეთი „შუთერიც“, როგორიცაა Call of duty.