ხოსნი მუბარაქის 30–წლიანი მმართველობით უკმაყოფილოთა ქუჩაში ორგანიზებული გამოსვლების შესაფერხებლად ოფიციალურმა კაირომ ცნობილი სოციალური ქსელი Twitter-ი დაბლოკა.
ექგვიპტეში, ჯერჯერობით, Facebook-ი მუშაობს. Twitter–ის დაბლოკვის შესახებ ეგვიპტელმა ბლოგერებმა ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელეს.
თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ კი ფაქტი მხოლოდ დღეს დაადასტურა. Twitter.com-ის განცხადებით, ეგვიპტის ტერიტორიაზე მათი ქსელი დღეს, გამთენიისას, გათიშეს. ოფიციალური კაიროს ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ლოგიკას არაა მოკლებული.
ტუნისის ამასწინანდელ რევოლუციაში ლომის წილი სწორედ სოციალურ ქსელებს, მათ შორის Twitter-ს მიუძღვის.
რევოლუციონერები ამბოხის ორგანიზებისა და მოქალაქეების ინფორმირებულობისათვის აქტიურად იყენებდნენ ინტერნეტ საშუალებებს. სკანდალურად ცნობილმა WikiLeaks-მა კი ტუნისის უკვე დამხობილი მთავრობის მაკოპრომეტირებელი მასალები გამოაქვეყნა. ამჟამად ეგვიპტელი ოპოზიციონერები Twitter–ის სერვისით მხოლოდ მობილურების საშუალებით სარგებლობენ.
საზოგადოებრივი მღელვარება კი არ ცხრება. მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით გამოსვლებია როგორც კაიროში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში.