არაორდინალური სასტუმრო, რომელშიც კლაუსტროფობიით დაავადებულები ვერასდროს დაბინავდებიან, უკვე შაინხაიშიც იარსებებს. ჩინელთა ახალი სასტუმრო 68–ნომრიანია. კაფსულის ზომა სიგრძეში 2,2, ხოლო სიგანეში 1,1მეტრია. ყოველ ნომერში ტელეფონის დამტენი, ტელევიზორი და უსადენო ინტერნეტია. დღე–ღამის რაკეტისებურ ნომერში გატარება 88 იუანი (13,3 დოლარი) ღირს.
კაფსულის ტიპის სასტუმრო იაპონელთა მიგნებაა. იგი გასული საუკუნის 70–იანებში ფართის მაქსიმალურად ათვისების მიზნით გამოიგონეს. ჩინურისგან განსხვავებით, იაპონურ კაფსულებში საშხაპეც კია…