არც თუ შორეულ წარსულში მოდაში იყო ბინებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მინიატურული საწერი მაგიდების დადგმა. მას, როგორც წესი, ჟურნალები ამშვენბდნენ, რომელთა კითხვითაც სტუმარი თუ რიგში მდგომი იქცევდა თავს.Microsoft-მა და Samsung–მა სწორედ ასეთი მაგიდის თანამედროვე ანალოგიის ახალი ვერსია შემნქეს. 40–დიუმიანი დიაგონალის მაგიდას Full HD (1080) გაფართოება აქვს. სიახლის მთავარი ძარა AMD Athlon II X2-ის ორბირთვიანი პროცესორია. SUR40 Surface 2.0 სენსორულ ეკრანიანია და მარტივად, თითის შეხებით იმართება.
მაგიდის ზედაპირი იმ გამძლე შუშის თხელი ფენითაა დაფარული, რომელიც IPhone4-შია გამოყენებული.შეხების გამოსაცნობად მას ინფრაწითელი ტექნოლოგია – PixelSense ეხმარება. როგორც ყველა მაგიდა, ეს ტექნოლოგიური სიახლეც 4 ფეხზეა შემდგარი, თუმცა შესაძლებელია მისი კედელზე ვერტიკალურ პოზიციაში დაკიდებაც. „ჭკვიანი მაგიდა“ ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი – 7 600 დოლარი ეღირება. მისი გაიყიდვა წელს დაიწყება.