SONY კომპაქტ დისკების გამოშვებაზე უარს ამბობს. გადაწყვეტილია, რომ იაპონური კომპანია ამერიკის შტატ ნიუ–ჯერსიში მოქმედ CD–ს მწარმოებელ ქარხანას გააჩერებს.
შტატებში არსებული SONY-ს ქარხანა ნახევარსაუკუნოვანია – ქომპატური დისკების გამოშვებამდე იქ ფირფიტებს ამზადებდნენ. ინფორმაციის დაგროვების სხვა საშუალებების გათვალისწინებით, CD–ს გამოშვებაზე უარის თქმა ლოგიკურია.
CD ხომ მხოლოდ 700 მეგაბიტს იტევს მაშინ, როცა, თუნდაც, მისი „ტყუპისცალის“ DVD–ის მახსოვრობა 4 გიგაბიტამდე ადის.