2016 წლის 16 ტექნოლოგიური წინასწარმეტყველება Microsoft-ის მკვლევარებისაგან

კომპანია Microsoft-ის მკვლევარები 2016 წლის მოსალოდნელ ტექნოლოიგურ ცვლილებებზე საუბრობენ. გავითარებული ხელოვნური ინტელექტი, მეტად დაცული ინტერნეტ სივრცე, ტექნოლოგიური წინსვლის გავლენა დაავადებათა კონტროლსა და მკურნალობის პროცესზე –  კომპანია 16 მკვლევარის კომენტარს აქვეყნებს.

 

კრის ბიშოპი, Microsoft-ის მთავარი მკვლევარი კემბრიჯში:

“2016 წელი სილიკონის არქიტექტურის წელი იქნება. მომავალი წლიდან 2026 წლამდე გავითარებას განაგრძნობს თარჯიმანი აპლიკაცები, რომლებიც დაარღვევენ ენის ბარიერს. 2016 წელს კიდევ უფრო განვიათარდება სმარტფონების კამერები”

 

დუგ ბურგერი, Microsoft Research NExT-დირექტორი:

“2016 ინოვაცია იქნება უფრო სწრაფი კომპიუტერული გამომთვლელი, რომელიც დიდი მონაცემების დამუშავებას გაამარტივებს. მომდევნო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდება კომპიუტერული დანადგარები და მოწყობილობები გახდებიან უფრო მეტად პერსონალური და ჭკვიანი.”

 

ბილ ბუქსტონი, Microsoft Research-ის მკვლევარი:

“ჩანაწერების გაკეთების ტექნიკა მთლიანად გადაინცვლებს ტაბლეტებზე. მომავალი წლის განმავლობაში დანაკარგის ანალიზი, ტექნოლოგიური “საპნის ბუშტები” და დაგეგმილი სამუშაო გეგმები აღარ გაამართლებს. ინდუსტრიას მოუწევს გადაინაცვლოს მომხმარებლის მხარეს და მათ გამოცდილებაზე იფიქროს.”

 

ლილი ჩენგი, Microsoft Research NExT-ის აღმასრულებელი მენეჯერი:

“ჩვენი ონლაინ საუბრები დიდწილად წარიართება კომპიუტერული ასისტენტების მიერ, რომლებიც დაგვეხმარებიან საუბრები უფრო პროდუქტიული გახდეს. დროთა განმავლობაში ბავშვები სკოლის ასაკში ისწავლიან კოდირებას. უფრო მეტი ბავშვის პირველი სამსახური იქნება ვირტუალური და არა ფიზიკური. რაც დაგვაფიქრებს, იმაზე თუ როგორ ვგეგმვათ საცხოვრებელ უბნებს, ქალაქებს.”

 

ქეით კროუფორდი, Microsoft Research-ის მკვლევარი

“2016 წლის სიახლე ის იქნება, რომ ყველა სამეცნიერო კვლევით სამუშაოს საკუთარი სამოქმედო ეთიკის კოდექსი ექნება. ხელოვნური ინტელექტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც გაიზრდება, ისინი იქნება ჩვენთვის ისევე მნიშვნელოვანი, როგორც პირადი ადვოკატი, ექიმი ან თერაპევტი.”

 

ლი დენგი, Microsoft Research NExT-ის პარტნიორი მკვლევარი

“გაიზრდება ხელოვნური ინტელექტის კომპეტენცია სხვადასხვა მნიშვენლოვან საკითხში. მომავალი 10 წლის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. 2016 წელს ხელოვნური ინტელექტის ახალ დონეზე განვითარება დაიწყება, რის სედეგადაც ის უფრო მოქნილი გახდება და აღიქვამს ბუნებრივ სასაუბრო ენას.”

 

ჟასმინ ფიშერი, Microsoft Research Cambridge-ის უფროსი მკვლევარი:

“ტექნოლოგიები დიდ ადგილს დაიკავებენ ადამინების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაში. მომავალი 10 წლის განმავლობაში სიმსივნური დაავადებები განკურნებადი გახდება. ტექნოლოგიების დახმარებით ადვილი იქნება როგორც დიაგნოზის დასმა, ასევე დაავადებების წინასწარ განსახღვრა და თითოეული პაციენტის ინდივიდუალური სამკურნალო გეგმის შექმნა.”

 

სიაო-ვუენ ჰონი, Microsoft Research Asia-ს ვიცეპრეზიდენტი:

“2016 წელს ვიდეო დისტრიბუცია გადაფარავს ტელე მაუწყებლობას. უფრო მეტი ადამიანი უყურებს ოლიმპიურ თამაშებს ვებზე, ვიდრე ტელევიზორში. ამიტომ ტექნოლოგია ვიდეო ანალიზისათვის უფრო მეტ ინფორმაციას მოიპოვებს.”

 

ერიკი ჰორვიცი, Microsoft Research Redmond Lab-ის ტექნოლოგიური მენეჯერი და დირექტორი:

“ხელოვნური ინტელექტი გაცილებით უფრო ინტერაქციული გახდება. ის იქნება უფრო ბუნებრივი და კომპეტენტური, ვიდრე ის აპლიკაციები, რომლებიც დღეს გვაქვს კომპიუტერებსა და სმარტფონებში. ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება მეცნიერებას გააკეთოს ახალი აღმოჩენები ისეთ სფეროებში როგორებიცაა: განახლებადი ენეგია, ბიოლოგია და მედიცინა.”

 

ლუკას ჯოპა, Microsoft Research-ის მეცნიერი:

“მომავალი წლიდან 10 წლის განმავლობაში, ბუნების კომპიუტერული მონიტორინგი მოგვაწვდის უფრო მეტ ინფორმაციას. მსოფლიომ გაიაზრა ტექნოლოგიების პოტენციალი მე-6 მასობრივი გადაშენების თავიდან ასაცილებლად. ის სახეს უცვლის დედამიწის მონიტორინგის პროცესს – როგორ ვხედავ ჩვენ მას და როგორ ვუვლით გარემოს.”

 

ბრაიან ლამაჩია, Microsoft Research-ის კრიპტოგრაფი, მკვლევარი:

“კომპიუტერული კრიპტოგრაფია მომავალი წლის განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება. კვანტური მდგრადი საჯარო გასაღებისათვის (quantum-resistant public-key) გახდება საჭირო ახალი ალგორითმი.”

 

პრესტონ მაკაფი, Microsoft-ის უფროსი ეკონომისტი:

“ეკონომისტები ცდილობენ გაიგონ რა გახდა ბოლო წლებში დაბალი პროდუქტიულობის მიზეზი. ამიტომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ბაზრის ახალებული სახით ჩამოყალიბება დაიწყება.”

 

სრირამ რაჯამანი, Microsoft Research India-ს ასისტენტ-დირექტორი:

“მომავალი წლიდან კომპიუტერული სისტემები გაცილებით უფრო დაცული გახდება ჰაკერული შემოტევებისაგან.”

 

კრისტა სვორი, Microsoft Research NExT-ის კვლევარი:

“მომავალი წლის მთავარი გამოწვევა კვანტური კუბიტის პრეზენტაცია იქნება. მისი გამოცდა სწორედ 2016 წელს იგეგმება. მომავალში დარწმუნებული ვარ უფრო მეტი ადამიანი გახდება კვანტური მექანიკოსი.”

 

ჩანდუ თეკატი, Microsoft Research India-ს აღმასრულებელი მენეჯერი:

“მომავალ წელს ველით, რომ ინტერნეტი გაცილებით ხელმისაწვდომი და გახდება ინდოეთში. მეტი ინდოელი გამოჩნდება ინტერნეტ სივრცეში.”

 

ჟანეტ ვინგი, Microsoft Research-ის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი:

“უფრო მეტი ადამიანი შეძლებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებას გულის ცემის კონტროლის დახმარებით. 2016 წლამდე შესაძლებლობა მოგვეცემა დავაპროგრამოთ უჯრედები. გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება ინფორმაციული მონაცემების დაცვის მექანიზმების შემუშავება, რომ არ დაირღვეს სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი