ტექნოლოგიები

სკაიპის ბოდიში სამყაროს

23 დეკემბერი, 2010 • 1285
სკაიპის ბოდიში სამყაროს

სკაიპის მადლობა და ბოდიში რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა თვითერზე.

კომპანია მადლობას უხდის მომხმარებლებს მოთმინებისათვის და განსაკუთრებით უბოდიშებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ სკაიპით სარგებლობას.

სკაიპის ახალ შეტყობინებაში აღარაა მითითებული, როდის აღსდგება სრულად სკაიპის ფუნქციონირება, გუშინ ამავე გვერდზე სკაიპის ადმინისტრაცია იმედოვნებდა,  რომ რამდენიმე საათში  ყველა მომხმარებელი შეძლებდა სისტემაში შესვლას.

მილიონობით მომხმარებელი ოთხშაბათიდან მოყოლებული ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სკაიპთან დაკავშირებას, ტექნიკური პრობლემების გამო.

სკაიპმა ბლოგზე განაცხადა,  რომ მას შემდეგ, რაც მომხმარებლების შეტყობინებები მიიღეს, დაიწყეს გამოძიება.

შეფერხების მიზეზი გახდა ე.წ. „სუპერკვანძები“ , კომპიუტერები, რომლებიც მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას, დაურეკონ სხვა ადამიანებს.  მათი რაოდენობა, როგორც წესი, ბევრია და ქსელიდან მათი ნაწილის გათიშვა სკაიპის პროგრამის ზოგიერთმა ვესრიამ გამოიწვია, განაცხადა სკაიპმა.

ამჟამად ინჟინრები ახალ „მეგა კვანძებზე“ მუშაობენ.

სავარაუდოდ, უფრო გვიან აღსდგება სკაიპის ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქცია.

სკაიპს ერთ–ერთი მონაცემით, თვეში 128 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს, რომელთაგან მხოლოდ 8 მილიონი იყენებს ფასიან სერვისს.

სკაიპით მობილურ ტელეფონზე დარეკვა საქართველოდანაც შეიძლება. 1 წუთის ღირებულება უცხოეთში განხორციელებულ  ზარებზე 0.15 ევრო ცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი