ტექნოლოგიები

რამდენად მზადაა საქართველო ინტერნეტ-მაუწყებლობსთვის

10 მაისი, 2010 • 1248
რამდენად მზადაა საქართველო ინტერნეტ-მაუწყებლობსთვის

დღეისათვის არის მცდელობა, რომ რიგმა მედია-პროექტებმა ინტერნეტ-მაუწყებლობა დაიწყონ, თუმცა ალექსანდრე ჭიაბრიშვილი თვლის, რომ ეს “უამრავი ხარვეზის ფონზე ხდებაˮ.

– “ვთვლი რომ ინტერნეტ-მაუწყებლობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებადია. ეს სფერო საკმაოდ სწრაფად ვითარდება და მოთხოვნილება ინტერნეტ-მაუწყებლობაზე ყოველდღიურად იზრდებაˮ.

ჭიაბრიშვილის თქმით საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა არის ემიგრაციაში, და მათ უმრავლესობას საშუალება აქვს ისარგებლოს ინტერნეტით. თუ ისინი მოისურვებენ ქართული მედია-კონტენტის ხილვას, მაშინ საქართველოში არსებულ სერვერებზე საკმაოდ დიდი დატვირთვა განხორციელდება.

უცხოეთში სამაუწყებლოდ, ძლიერ სერვერებთან ერთად, აუცილებელია საკმაოდ მაღალსიჩქარიანი არხებიც. რაც საკმაოდ ძვირია და დიდ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი