ტექნოლოგიები

ISIS-ის მხარდამჭერები ტვიტერში ქვეყნების მიხედვით

18 აგვისტო, 2015 • 1486
ISIS-ის მხარდამჭერები ტვიტერში ქვეყნების მიხედვით

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტის მკვლევარი ალბერტო ფერნანდესი ამტკიცებს, რომ დაახლოებით 50 000 ტვიტერის ანგარიში “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ მოქმედებს სოციალურ ქსელში. 1-კვირიანი დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა და მათმა მომხრეებმა 6 ენაზე, 123 მედიარელიზისა და 24 ვიდეომიმართვის გავრცელება შეძლეს. უმეტესობა ვირუსული ხასიათისაა – შეიცავს აგრესიულ ან ძალადობის ამსახველ მასალას, რაც მათ აუდიტორიის მოპოვებაში ეხმარებათ.

 

თუმცა ძალადობის ამსახველი ვიზუალური გზავნილები “ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი არ არის. დაჯგუფების მიერ გავრცელებული მესიჯების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ტერორისტები საკუთარ გზავნილებში ყურადღებას ამახვილებენ ძმობაზე, მადლიერებაზე, თავგანწირვაზე; უტოპიურ განაცხადებს თან ახლავს საომარი მოწოდებები და მკვლელობის აუცილებლობაზე ხაზგასხმა.

 

თუ უწინდელი ჯიჰადისტები მხოლოდ მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევისაკენ მოუწოდებდნენ მიმდევრებს, ISIS-ის მთავარი მიზანი ნამდვილი ხალიფატის შექმნაა, რასაც საკუთარი ქმედებითაც ადასტურებენ. თუმცა კვირის განმავლობაში გავრცელებული მესიჯების მხოლოდ მესამედი შეეხებოდა ომს. ამის მაგიერ ისინი ხალიფატის აშენების შემდეგ დამკვირდებულ კეთილდღეობაზე საუბრობენ – მომღიმარი ბავშვები, ახლად გახსნილი საავადმყოფოს შენობები და ყველა ის სიკეთე, რაც ისლამური ფასეულბების ერთგულებას მოჰყვებ, მათი ვიზუალური გზავნილების მთავარი შემცველი ელემენტებია.

 

“ისლამური სახელმწიფოს” პოპულარობას ასევე განაპირობებს სირიასა და ერაყში შექმნილი ვითარება, მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, რისი დაძლევის საშუალება ადგილობრივებში გავრცელებული პროპაგანდის მიხედვით მხოლოდ ISIS  რომ შეიძლება იყოს.

 

ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს, როგორც ბანდა, რომელსაც უკვე შეძენილი ერთგული მიმდევრების დახმარებით უადვილდება ონლაინ პროპაგანდის სხვისთვის თავზე მოხვევა, რადგან სოციალურ ქსელში კონტროლის დაწესება რთულია. მართალია, ტვიტერი სპეციალური ფილტრების დახმარებით ცდილობს აკონტროლოს კონტენტი, რომელიც მათ ქსელშია განთავსებული და საჭიროების შემთხვევაში გააქროს გზავნილები ველიდან, მაგრამ ჩამნაცვლებელი რგოლი ყოველთვის გამოჩნდება.

 

ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები ტვიტერში. წყარო: economist.com
ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერები ტვიტერში. წყარო: economist.com

 

“ყველაფერი ინფორმაციისა და განათლების დემოკრატიზაციის შედეგია. ამჟამად რელიგიის სახელით იბრძვიან ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ბრძოლის ველზე ყოფნა შეუძლიათ და სხვა არანაირ საკითხში ცოდნა არ გააჩნიათ,”- ამბობს კვლევის თანაავტორი ალბერტო ფერნანდესი.

ტვიტერში შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მხარდამჭერი ტერორისტულ დაჯგუფებას საუდის არაბეთში ჰყავს. შემდეგ მოდის სირია, ერაყი და მეოთხე ადგილს სიაში ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი