ნეტგაზეთი | რუსეთში WiFi-ზე წვდომა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ პასპორტით იქნება შესაძლებელი რუსეთში WiFi-ზე წვდომა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ პასპორტით იქნება შესაძლებელი – Netgazeti
RU | GE  

რუსეთში WiFi-ზე წვდომა საზოგადოებრივ ადგილებში მხოლოდ პასპორტით იქნება შესაძლებელი

რუსეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში WiFi ინტერნეტით სარგებლობა მომხმარებელს მხოლოდ პასპორტის საფუძველზე შეეძლება. შესაბამისი დადგენილება რუსეთის მთავრობამ უკვე გამოაქვეყნა.

დადგენილების თანახმად, ქსელის ოპერატორმა უნდა დაადგინოს მომხმარებლის სახელი და გვარი “პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით”.

 

მთავრობის დადგენილებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მონაცემები მომხმარებლების შესახებ შენახული იქნება არანაკლებ ნახევარი წლის განმავლობაში.

 

“რია ნოვოსტის” ცნობით, დღესდღეობით რუსეთში უფასო WiFi ქსელები ძალიან გავრცელებულია კაფეებში, რესტორნებში, ტრანსპორტის გაჩერებებზე.


მიზეზი, თუ რისთვის გახდა აუცილებელი ინტერნეტში შესასვლელად პასპორტი, მთავრობის დადგენილებაში განმარტებული არ არის.

WiFi
WiFi

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი