ტექნოლოგიები

ფეისბუქზე ბაქრაძეს მარგველაშვილზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს

9 აგვისტო, 2013 • 1301
ფეისბუქზე ბაქრაძეს მარგველაშვილზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს

დავით ბაქრაძის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე 2011 წლის 31 მაისს შეიქმნა. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ფეისბუქის მეგობრებს პირადადაც შეხვედრია, 82 ათასამდე მომწონებელი ჰყავს. მისი გვერდი ბოლოს გუშინ განახლდა. გვერდზე ქვეყნდება ტექსტური, ვიდეო და ფოტომასალა, რომელიც ბაქრაძის აქტივობებს უკავშირდება. 

ბაქრაძის ოფიციალურ გვერდს  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად “Anders Vogh Rasmussen”, “The ვანოს Show”, “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი” და “Patriarch Ilia II” გვერდები მოსწონს. 

 

ოფიციალური გვერდის გარდა, დავით ბაქრაძეს პირადი პროფაილიც აქვს. მასზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის საოჯახო სურათის გარდა მისი ვიდეოგამოსვლები, ოფიციალური შხვედრების ამსახველი ფოტოები, ამომრჩეველთან შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაა განთავსებული. დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანია ფეისბუქზე თავის გვერდზეცააა გაშლილი. ბმულებს უმეტესად დადებითი კომენტარები მოსდევს. თუმცა, არის კრიტიკული და სალანძღავი გამოხმაურებებიც.

 

არაოფიციალური გვერდი “ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტად დავით ბაქრაძეს” ფეისბუქს 2013 წლის 28 ივნისს შეუერთდა, ხოლო ბოლოს 24 ივლისს განაახლა ადმინისტრატორმა,  რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს. 

აღნიშნულ გვერდზე რასმუსენისა და ბაქრაძის ფოტოები, ნანუკას შოუში სტუმრობის ამსახველი ვიდეოჩანაწერია გამოქვეყნებული. გვერდს 344 მომწონებელი ჰყავს. 

 

მეორე არაოფიციალურ გვერდს დავით ბაქრაძე პრეზიდენტად 70 მეგობარი ჰყავს. გვერდი 2013 წლის 5 ივლისიდან არსებობს.

 

გიორგი მარგველაშვილს არ აქვს ოფიციალური გვერდი, მაგრამ მრავლადაა ფეისბუქზე მისი მხარდამჭერების მიერ შექმნილი არაოფიცალური გვერდები. 

 

არაოფიციალური ჯგუფი გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო!

ჯგუფის აღწერაში გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიის შესახებ წერია, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვის ან რა საკითხზე უსმენს პრეზიდენოტობის კანდიდატი. ჯგუფი, რომელიც ყველასთვის გახსნილია, 2013 წელს შეიქმნა. მასში 1 492 ადამიანია გაწევრიანებული. 

 

გვერდზე თემატური მრაფალფეროვნებაა. გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებული საინფორმაციო სიახლეების გარდა, ნინო ბურჯანაძის მოსაზრებისა და დეოკუპაციის მოთხოვნასთან ერთად, ენრიკე იგლესიასისა და უიტნი ჰიუსტონის დუეტსაც “Can I Have This Kiss Foreever” შეხვდებით.

 

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად” გვერდს 12 მომწონებელი ჰყავს. გვერდის ანოტაციაში წერია, რომ გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერები არიან. ჯგუფი 2013 წლის 20 მაისს შეიქმნა.

 

ჯგუფი გიორგი მარგველაშვილი/Giorgi Margvelashvili 4,580 გულშემატკივარს აერთიანებს. აღნიშნული გვერდიც არაოფიციალურია. იგი 2013 წლის 28 ივნისს განახლდა ბოლოს. 

 

გიორგი მარგველაშილი პრეზიდენტად/Giorgi Margvelashvili for President 443 ადამიანს მოსწონს. გვერდი 2013 წლის 13 ივლისს შეიქმნა. 

 

გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი – 713 წევრი- 2013 წლის 31 მაისს შეიქმნა. გვერდზე გიორგი მარგველაშვილის შეფასებები და კომენტარებია გაზიარებული. მომხმარებელთა კომენტარები ერთგვაროვანია-დადებითი. დავით ბაქრაძის პირადი პროფაილისა და ოფიციალური გვერდისგან განსხვავებით, განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების კრიტიკული შეფასებები არ ისმის.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი