ტექნოლოგიები

იუსტიციის მინისტრი სხვა უწყებების კომპიუტერების მართვაზე უარს ამბობს

29 ოქტომბერი, 2012 • 1282
იუსტიციის მინისტრი სხვა უწყებების კომპიუტერების მართვაზე უარს ამბობს

“ქვეყნის სწორი სახელმწიფოებრივი განვითარება მოითხოვს, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო არ ექვემდებარებოდეს მეორეს. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, შეწყდეს ჩემი უწყების მიერ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების პროგრამული უზრუნველყოფის მართვა. ეს იყო ზურაბ ადეიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რაც სრულიად დაუშვებელია”.

 

მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას ჭირდება შესაბამისი უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურების ერთობლივი მუშაობა:

 

“თავად იუსტიციის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, გადაბარების ეს პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს და მხოლოდ პარლამენტს დასაწყისისთვის 400 ათასი ლარის ინვესტირება, ხოლო შემდეგ წლიურად 800 ათასი ლარის ხარჯვა მოუწევს, რათა ჯერ დაიბრუნოს თავისი მონაცემთა ბაზები და შემდგეომში უზრუნველყოს პროგრამული უზრუნველყოფისა და ქსელების დამოუკიდებლად მართვა”.

 

მინისტრის განცხადებით, სსიპ “სმარტ ლოჯიქი” არ უკავშირდება კიბერ–უსაფრთხოებას. კიბერ–უსაფრთხოებაზე მუშაობს იუსტიციის უწყებისადმი დაქვემდებარებული სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

 

“მე მზად ვარ, რომ კიბერ–უსაფრთხოება არა მარტო ერთი უწყების პასუხისმგებლობა იყოს, არამედ მთლიანად მთავრობის და მივმართავ მათ წინადადებით, რომ კიბერ–უსაფრთოების საკითხები დაექვემდებაროს პრემიერ-მინისტრს”.

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 მარტიდან მოქმედებს საქართველოს იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სმარტ ლოჯიქის” დებულების შესახებ.

“სმარტ ლოჯიქის” შესახებ ინფორმაცია განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს ვებ–გვერდზე, სადაც აღნიშნულია, რომ 
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “სმართ ლოჯიქი” (SMART LOGIC) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებაა, რომლის მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა. 
  

ასევე ამ უწყების მიზანია ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის” დანერგვა და მისი მონიტორინგი; ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია, ან საჭიროებენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გაწეული ხარჯების მინიმიზაციას;  ქვეყნის მასშტაბით ისეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ხარჯების ეფექტურ შემცირებას.

“სმართ ლოჯიქის” ფუნქციებია მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; მათთვის სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება, მათი ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა; მათი ვებ–გვერდების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და მისი შემდგომი ადმინისტრირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი