ტექნოლოგიები

ტაჯიკეთის მთავრობამ რამდენიმე ინტერნეტ საიტი დაბლოკა

30 ივლისი, 2012 • 1323
ტაჯიკეთის მთავრობამ რამდენიმე ინტერნეტ საიტი დაბლოკა

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს ტაჯიკეთის აღმოსავლეთ ნაწილში – გორნო-ბადახშანის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ხოროგში 24 ივლისს ჩატარებულ სპეცოპერაციას. ტაჯიკეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სპეცოპერაცია იმ კრიმინალური დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით ჩატარდა, რომელსაც მთავრობამ დააკისრა სპეცსამსახურის გენერლის მკვლელობა 22 ივლისს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 30 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 40-ზე მეტი პირი  დაკავებულია, ხუთი მათგანი ავღანეთის მოქალაქეა.

 

ამავე სპეცოპარეციის შედეგად ხელისუფლების მხრიდან 17 ადამიანი დაიღუპა, 40 კი  დაიჭრა.

 

ტაჯიკეთის მთავრობის ინფორმაციით, მშვიდობიანი მოსახლეობიდან სპეცოპერაციას მხოლოდ ერთი ადამიანი შეეწირა, არაოფიციალური მონაცემებით კი, რამდენიმე ათეული მოქალაქეა დაღუპული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი