ტექნოლოგიები

Apple 2,29 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

22 ივნისი, 2012 •
Apple 2,29 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

ipad 3
ipad 3

კომპანია ახალი iPad–ის რეკლამის გამო დაჯარიმდა, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მომხმარებელი შეცდომაში შეყავდა.

ახალი iPad–ის რეკლამაში ნათქვამი იყო, რომ მომხმარებლებს მეოთხე თაობის (4G) უკაბელო საკომუნიკაციო ქსელით სარგებლობა შეეძლებოდათ, რაც ავსტრალიაში შეუძლებელია.

Apple–ის წარმომადგენლების მტკიცებით, მათ რეკლამაში არ განუცხადებიათ, რომ iPad 3 სრულფასოვნად იმუშავებდა ავსტრალიაში. კომპანია მზად იყო, უკმაყოფილო კლიენტებისთვის ფულადი კომპენსაცია გადაეხადა.

Apple–ის პლანშეტის 4G ქსელში ჩართვა ავსტრალიელმა მომხმარბელმა ტექნიკური შეუთავსებლობის გამო ვერ შეძლო.

4G ქსელის მხარდაჭერა დღემდე სულ რამდენიმე მობილურ ოპერატორს აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი