ტექნოლოგიები

ივანიშვილი Facebook–ის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს

22 ნოემბერი, 2011 • 1106
ივანიშვილი Facebook–ის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს
ბიძინა ივანიშვილი ფეისბუქის მომხმარებლების შეკითხვებს უპასუხებს. რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე გაიხსნა ფორუმი, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დასვან შეკითხვები.
ფორუმზე ამ დროისთვის დაახლოებით 50–მდე მომხმარებელს აქვს თავისი მოსაზრება დატოვებული. შეკითხვების გარდა, მომხმარებლების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მომხმარებლები ივანიშვილს ეკითხებიან მისი სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ სხვადასხვა სფეროში, ასევე იმის თაობაზე, გააგრძელებს თუ არა საქველმოქმედო საქმიანობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი