ფორუმზე ამ დროისთვის დაახლოებით 50–მდე მომხმარებელს აქვს თავისი მოსაზრება დატოვებული. შეკითხვების გარდა, მომხმარებლების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ საქმიანობაში.
მომხმარებლები ივანიშვილს ეკითხებიან მისი სამომავლო გეგმებისა და ხედვების შესახებ სხვადასხვა სფეროში, ასევე იმის თაობაზე, გააგრძელებს თუ არა საქველმოქმედო საქმიანობას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
