ტექნოლოგიები

ახალი Windows 8 “კონკურენტებს” დაემსგავსება

26 სექტემბერი, 2011 • 1379
ახალი Windows 8 “კონკურენტებს” დაემსგავსება
ახალი ოპერაციული სისტემა Windows 8-ის ჩატვირთვა სულ რაღაც 8-9 წამში მოხდება. ამ “აჩქარების” შესახებ იუწყება კორპორაცია ‘მაიკროსოფტი’ ოფიციალური ბლოგის მეშვეობით.

ბლოგი ‘ააშენე Windows 8’ მთლიანად მომავალ ოპერაციულ სისტემას ეთმობა. კომპანია ‘მაიკროსოფტის’ ცნობით,  Windows 8  პირველი ვერსია 2012 წელს გამოვა.

სადემონსტარციო რგოლში ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს ჯერ კიდევ დაუსრულებელი Windows 8 პორტატულ კომპიუტერზე.

თვითონ ოპერაციული სისტემა იშვებს ე.წ. ‘ნულოვანი დონიდან’ – სადემონსტრაციო ჩვენებისას კომპიუტერიდან კვების ბლოკის ამოღების და მისი ისევ ადგილზე დაბრუნების შემდეგ , Windows 8-ის სამუშაო მაგიდა გამოჩნდა 8 წამში.

Microsoft-მა ასევე შეადარა Windows 8-ს  ჩატვირთვის დრო მის წინამორბედისას – Windows 7-ს. ტესტირება 30 კომპიუტერზე მოხდა. აღმოჩნდა, რომ ახალი Windows 8  30-70%-ით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს ჩატვირთვაზე. ეს დრო საბოლოოდ კომპიუტერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

ოპერაციული სისტემის აჩქარება შესაძლო გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროგრამისტებმა შექმნეს ბოლო შესრულებული ოპერაციის მყარ დისკზე შენახვის ფუნქცია. ანუ, ის რაც უნდა ჩაიტვირთოს დღეს, გუშინ გამორთვისას ცალკე მონაცემებად შეინახა ახალმა Windows 8-მ.

ასე რომ, კომპიუტერის ჩართვისას სრულდება ყველა ის ოპერაცია, რომელიც გამორთვამდე სრულდებოდა.

მსგავსი მიდგომა ამჟამინდელ Windows 7-იც არის გათვალისწინებული, თუმცა ლიცენზირებული Windows 7-იც კი ნახევარ წუთზე მეტ დროს ხარჯავს ჩატვირტვაზე.

მოგვიანებით Microsoft-მა კიდევ რამოდენიმე ინოვაციის შესახებ გვამცნო, რომელიც Windows 8-ს შეეხება.  ამჯერად ახალი ოპერაციული სისტემა აღიჭურვება იგივე ინტერფეისით, როგორც აქვს Linux-ს და MacOS-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი