ტექნოლოგიები

ინტერნეტის რეაქცია youtube-ზე წვდომის შეზღუდვაზე

14 მარტი, 2016 • 1788
ინტერნეტის რეაქცია youtube-ზე წვდომის შეზღუდვაზე

სილქნეტისა და კავკასუსის აბონენტებისთვის საქართველოდან youtube.com-ზე წვდომა რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი ვიდეოს გამო, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. გთავაზობთ გამოხმაურებებს, რომელიც youtube.com-ზე წვდომის შეზღუდვას მოჰყვა ფეისბუკის მომხმარებლების მხრიდან.

 

კადრების გავრცელებასა და მუქარაზე არანაკლებ საშიში და საფრთხის შემცველია მთავრობის ზარი ინტერნეტპროვაიდერთან და “ერთწამს…

Posted by Salome Barker on Sunday, March 13, 2016

Youtube თქვენთანაც გათიშულია?

Posted by Bart Nikolo on Monday, March 14, 2016

სანამ ფეისბუქს არ დაბლოკავენ, ამ ქვეყანაში, ვერავინ მიხვდება რა საშიში პრეცენდენტია ჯერ მთელი ვორდპრესის, ახლა უკვე მეორედ იუთუბის დაბლოკვა ვიღაც თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით.

Posted by Tazo Kupreishvili on Sunday, March 13, 2016

რეალურად ამ მომენტში უფრო სერიოზული ამბავი ის არის, რომ მთავრობას კვლავ შეუძლია პროვაიდერთან ერთი ზარით საიტის დაბლოკვა…

Posted by Nodar Rocko Davituri on Sunday, March 13, 2016

https://www.youtube.com/ მუშაობს თქვენთან?

Posted by Gela Mtivlishvili on Sunday, March 13, 2016

აუუ, მასწ, youtube-ზე მქონდა ატვირთული დავალება და გათიშეს :/(ბებიამომიკვდა – დაძველდა :D )

Posted by Nika Kavtaradze on Monday, March 14, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი