რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტიდან 2 პირი გაიტაცეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ამასთან, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. როგორც სუსი აცხადებს, ამოქმედებულია ყველა …

თბილისში ISIS-ის მხარეს მებრძოლი პირი, ემირი ისა დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. სუს-ის თანახმად, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა, სადაც მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. „ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. …

იციკ მოშესა და ჯონ ბოლტონის მკვლელობა ერთმა და იმავე პირმა დაუკვეთა – WaPo-ს წყაროები

ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, რომ დასავლელი თანამდებობის პირების, – კონფიდენციალური წყაროების, – თანახმად, პირმა, რომელმაც საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტისა და „ისრაელის სახლის“ დამაარსებლის, იციკ მოშეს მკვლელობა დაუკვეთა, 2020 წელს დაუკვეთა  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა. რა ხდება „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ პირველ დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში არაერთი საქმეა აღწერილი, რაშიც, ავტორების …

ოკუპანტებმა მეჯვრისხევთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პირველ ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის …

შსს-ც უსმენს, სუს-იც, პროკურატურაც – რა თქმა უნდა, კანონიერად – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს სუს-ის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის გავრცელებულ ინფორმაციას ტოტალური უკანონო მოსმენების შესახებ. მინისტრის თქმით, გოგაშვილი ცრუობს მაშინაც, როცა ამბობს, რომ მოსმენებზე ინფორმაციას ივანიშვილს უგზავნიდა. რა ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო გოგაშვილმა 15 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ „უკანონო ფარული მოსმენების სისტემაში“ 2000 ოპერატიული მუშაკია ჩართული. გოგაშვილის მტკიცებით, სუსი „VIP პერსონების“ …

ენმ-მ დატოვა პარლამენტის დახურული სხდომა, სადაც სუს-ის უფროსს უსმენდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პარლამენტში სუს-ის უფროსის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენა, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართა. დღეს პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინე – მან სუს-ის 2021 წლის ანგარიში წარადგინა საკანონმდებლო ორგანოს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი პლენარული სხდომა დაიხურა, რასაც ოპოზიციის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. „მე და ჩემს ფრაქციას ჰქონდა კონკრეტული კითხვები, რომლებიც ეხებოდა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან …

„1.2 მლნ დოლარი რადიოაქტიურ ნივთიერებაში“ – თბილისსა და საგარეჯოში 3 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ საქართველოში სამი პირი გეგმავდა რადიოაქტიური ნივთიერებების 1.2 მილიონ დოლარად გაყიდვას. გამოძიების ვერსიით, „პირთა ორგანიზებული ჯგუფი“ თბილისსა და საგარეჯოში, საკუთარ სახლებში უკანონოდ ინახავდა „ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს“. სუსი არ აზუსტებს, რა ნივთიერებაზეა საუბარი. უწყების განცხადებით, ეს პირები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ეძებდნენ პოტენციურ მყიდველს, ამ პერიოდში კი სისტემურად …

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია – სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2022 წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მაჩაბელი ამჟამად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. “მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს …

„1500 ლარი“ – ქრთამის აღების ბრალდების ხელვაჩაურის სამხედრო აღრიცხვის მოქმედი უფროსიც დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ქრთამის აღების ბრალდებით ხელვაჩაურის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი თენგიზ ქიქავა დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ქიქავას დაუკავშირდა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელმაც მოქალაქის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის არაოფიციალურად გადავადება სთხოვა. „აღნიშნული პირები წინასწარ შეთანხმდნენ და …

გორის რესურსცენტრის ექსუფროსის თქმით, 2016 წელს სუს-ის ინფორმაციის გამო გაათავისუფლეს

გორის განათლების რესურსცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ ქარელი აცხადებს, რომ 2016 წელს, არჩევნებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამის შესახებ ზურაბ ქარელმა ფეისბუკ პოსტი 16 ივლისს, ISFED-ისა და TI-ის ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა. ზურაბ ქარელის პოსტში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს ის, როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ადგილობრივი სკოლების სამოცდაათ დირექტორთან ერთად …

დუშეთში, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოვიღეთ – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შშს-თან ერთად, დუშეთში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სათავსოდან ამოიღო სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები. ამის შესახებ განცხადება სუს-მა დღეს, 29 ივნისს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ამოღებული ნივთებზე დაინიშნა ექსპერტიზა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო …

საოკუპაციო ძალებმა ზარდიანთკართან უკანონო „ბორდერიზაცია“ განაახლეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუს-ში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები ზართიანთკარის მიმდებარებ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

არასამთავრობოები და “მოსმენების საქმის” ფიგურანტები პროკურატურისგან ეფექტიან გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან მოითხოვენ, დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოქალაქეების შესაძლო მიყურადების ფაქტები და მიმდინარე გამოძიების შესახებ ცნობები მიაწოდოს საქმის ფიგურანტებსა და საზოგადოებას. ამასთან, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა და მისგან გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციის მიღებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და შესაძლო მიყურადების ადრესატებმა დღეს, 18 მაისს …

სუს-ის კომენტარი თბილისში გამოჩენილ სტენსილებზე

“სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინტერესის სფეროში აღნიშნული საკითხი შესაძლოა მოხვდეს, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიება არ მიმდინარეობს”, – ასეთ კომენტარს აკეთებს ნეტგაზეთთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისში გავრცელებულ სტენსილებზე, რომელმაც არაერთი თეორიის განვითარება გამოიწვია. ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში აღნიშნული ფიგურის გამოსახულებიანი სტენსილები ვრცელდება. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ქუჩის მხატვრების ნახელავია და გარკვეული კამპანიის სახე აქვს, ნაწილის აზრით, …

სუს-ის ცნობით, რუსი სამხედროების მიერ 2021 წელს დაკავებული მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელი წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია. სუს-ის ცნობიითვე, ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. “უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და …

მერიის ბუღალტერს, რომელიც ბიუჯეტის ფულს ტოტალიზატორში ხარჯავდა, ბრალი წარუდგინეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარ ბუღალტერს, რომელიც სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას …

გორში მოხელემ ბიუჯეტიდან საკუთარ ანგარიშზე ასეულობით ათასი ლარი გადარიცხა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მერიის ერთ-ერთ არასამეწარმეო იურიდიულ პირში, (ა(ა)იპ0-ში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო პირის ანგარიშზე გადარიცხული საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა. ტრანზაქციების საერთო რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს შეადგენს. სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ეჭვმიტანილია “გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს” ფინანსისტი, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. აუდიტი მოიცავს 2020-21 წლებს, შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციებიც სწორედ …

სუსი უკრაინის დაზვერვისგან ბრალდებებზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 5 აპრილს უპასუხა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ეხმარება, შექმნას კონტრაბანდული გზები სანქციებისგან თავის ასარიდებლად. სუსი აცხადებს, რომ ქმედება, რომლის ჩადენაშიც უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. „მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება …

წალენჯიხაში სუს-მა საკრებულოს დეპუტატი დააკავა – გახარიას პარტია

სუს-მა წალენჯიხაში პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი ყალბი დოკუმენტის დამზადება მოსთხოვა. „თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო …

რამდენი ადამიანია ცხინვალში დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე, თუმცა სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ეს რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს. ამ დროისთვის საჯაროდ გავრცელებული და დადასტურებული მონაცემებით, ცხინვალში პატიმრობაში იმყოფებიან: მამუკა ჩხიკვაძე,  ყოფილი სამხედრო, რომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია 12 დეკემბერს გავრცელდა; ვლადიმერ კანიაშვილი, რომელიც 10 დეკემბერს დააკავეს; კახაბერ ნათაძე, რომელიც …

ქრთამის აღების ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის” კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სუს-ის ცნობით, დაკავებულმა პირმა კომპანიის კუთვნილი ტექნიკით 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოხვნის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოქალაქეს 8 465 ლარი გამოართვა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ბრალდებულის მხრიდან სახელმწიფოს კუთვნილი …

არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას – მელია სუს-ზე

ნიკა მელიას განცხადებით, იგი არ გამოცხადდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და არ აპირებს უწყებასთან თანამშრომლობას. მელიას დღეს შეატყობინეს, რომ მიიღებდა უწყებას სუს-ში მოწმის სახით გამოსაკითხად დაბარების შესახებ. „სუს-ის დეპარტამენტის რომელიღაც ხელმძღვანელი უბრალოდ თვლის საჭიროდ და ასეთ „იშტაზე“ გაიღვიძა, რომ მე არაფრის გამო დამიბაროს სუს-ის შენობაში, მაპატიონ და ამ ფუფუნებას ნამდვილად ვერ დავუკმაყოფილებ. გამორიცხულია, ამ აბსურდულ, უბრალოდ …

“ამოქმედებულია ყველა ბერკეტი” | სუსი საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე

“ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით”, – აცხადებს სუსი ცხინვალში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეზე. ოსური მხარის ცნობით, სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ჯავის რიონის სოფელ ვანელში, გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები 47 წლის კაცი დააკავეს. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ მათ განუცხადა, რომ გამშვები …

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-თან ნაგავი დაყარეს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ნაგავი დაყარეს. როგორც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მათ პროტესტის ტრადიციული გზების არ სჯერათ და სჯერათ, რომ ხელისუფლებას „ნერვები უნდა მოუშალონ“. ნაგვის დაყრის გარდა, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრებმა სუს-ის შენობის ეზოში ქაღალდის თვითმფრნავები გაუშვეს, რომლებსაც რევოლუცია ეწერათ. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრადიციული პროტესტის გზები არ არის ეფექტური. იმუნიტეტი აქვს …

Exit mobile version