„მთელი ეს კამპანია, რასაც ვხედავთ ჩვენ, და აქაც იგივე სახეებია, ხომ?! იგივე ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებსაც ვხედავთ ამ კამპანიის ავანგარდში, იგივე მსოფლიო პროგრესული ჯგუფებისგან მრავალჯერ ლაურეატი ონლაინ-გამოცემები, რომლებიც სწორედ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიების ავანგარდში არიან ხოლმე. იგივე მცდელობაა, რომ აბსოლუტური აბსურდი წარმოაჩინონ რაღაც საკითხად და ეს არის ჩვეულებრივი კამპანია საღი აზრის წინააღმდეგ“.
„პრობლემა რაშია, რომ ამ ყველაფრის მხარდამჭერი, გვერდში მდგომი არიან ის NGO-ები, ვნახეთ განცხადება, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, სწორედ იმისთვის, რომ ასეთ საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდეს ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ და ის მედიები, რომლებიც უცხოეთიდან, მოკლედ რა ვიცი, მედლებს მედლებზე იღებენ და დიპლომებს დიპლომებზე იღებენ სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმის განხორციელებაში ეხმარებიან სხვადასხვა ჯგუფებს“, – თქვა პაპუაშვილმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.
ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე- რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.
ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
