სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის მერი: რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიძლება უძრავი ქონების მიყიდვა

29 თებერვალი, 2016 •
სოხუმის მერი: რუსეთის მოქალაქეებისთვის შეიძლება უძრავი ქონების მიყიდვა

სოხუმის მერმა ადგურ ხარაზიამ sputnik  abkhazia-სთან ინტერვიუს დროს აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის  უძრავი ქონების მიყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ეკონომიკის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდა გახდეს.

“მშენებლობები ქვეყნის კონკრეტულ ნაწილში უნდა დაიწყოს და აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე არ უნდა იყოს შესაძლებელი უძრავი ქონების გაყიდვა. უნდა განისაზღვროს ტერიტორიები და უძრავი ქონების გაყიდვა ამ ტერიტორიებზე დაიწყოს. ეს კი სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში უნდა მოხდეს, რაშიც სახელმწიფოს მონაწილეობა 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას აზრი არ ექნება, რადგან მოგება მთლიანად კერძო სექტორში წავა და უძრავი ქონების რეალიზაცია ეკონომიკურ სარგებელს ვერ მოიტანს. უძრავი ქონების გაყიდვა თვითმიზანი არ უნდა იყოს. როდესაც სახელმწიფო აშენებს და ყიდის უძრავ ქონებას, მარჟა მაღალია. უძრავი ქონება ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესია და ეს მარჟა სახელმწიფო ბიუჯეტში წავა”,- ამბობს მერი.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების მიყიდვა სახელმწიფოს დაეხმარება, საცხოვრებელი სახლით ის ადამიანები უზრუნველყოს, ვისაც ამის საშუალება არ აქვს:

“უძრავი ქონების რუსებზე მიყიდვა საშუალებას მიცემს სახელმწიფოს, დაეხმაროს მათ, ვისაც საცხოვრებელი სახლის ყიდვა არ შეუძლია. სახელმწიფოს შეეძლება სოციალური საცხოვრებლის აშენება, ან შეძლებს ახალგაზრდა ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ლოდინის რეჟიმში მყოფი ადამიანებისთვის ბინების გარკვეული რაოდენობა გამოყოს.

ბიოლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი