სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი 1992 წლამდე შენახული ანაბრების კომპენსაციას გეგმავს

26 თებერვალი, 2016 • 1159
აფხაზეთი 1992 წლამდე შენახული ანაბრების კომპენსაციას გეგმავს

აფხაზეთის ვიცეპრემიერის, შამილ აძინბას აპარატის ხელმძღვანელის, დიანა პილიას განცხადებით, 1992 წლამდე აფხაზეთის შემნახველი ბანკში შენახული ანაბრების კომპენსაცია ყველა კატეგორიის მოქალაქეს 2017 წელს დაუბრუნდება. ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ 25 თებერვალს გამართულ მთავრბის სხდომაზე განაცხადა, რომ 2015 წელს კომპენსაციისთვის 30 მილიონი რუბლი დაიხარჯა, დარჩენილი საკომპენსაციო თანხა კი 35 მილიონს შეადგენს. მისი თქმით, 2016 წელს ამ თანხის მთლიანი გამოყოფა იგეგმება.

2016 წელს კომპენსაციას სამი ტიპის მოქალაქეები მიიღებენ. პირველი კატეგორიის მოქალაქეებში ხვდებიან 1970 წლამდე დაბადებული მოქალაქეები, აფხაზეთის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათი შთამომავლები. მეორე კატეგორიაში ხვდებიან ის მეანაბრეები, რომლებმაც რეგისტრაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიარეს, და 1960 წლამდე დაბადებული ადამიანები. მესამე კატეგორიას კი მიეკუთვნებიან ის მეანაბრეები, რომლებმაც რეგისტრაცია 2015 წლის 6 აპრილიდან 29 მაისამდე გაიარეს.

sputnik abkhazia-ს ცნობით, 2011-2015 წლებში კომპენსაცია 7 000-მდე მოქალაქემ მიიღო და სულ 109 მილიონ 309 ათასი რუბლი დაიხარჯა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი