სამხრეთ კავკასიის ამბები

ხინთბა: აფხაზეთის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ანგარიში პიარ ღონისძიებაა

16 თებერვალი, 2016 • 1129
ხინთბა: აფხაზეთის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ანგარიში პიარ ღონისძიებაა

აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საექსპერტო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხინთბას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვარტალური ანგარიში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მორიგი პიარ ღონისძიებაა.

“ეს უკვე მეოთხე ანგარიშია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგი პიარ ღონისძიება. ანგარიში უკიდურესად არაპროფესიონალური ნამუშევარია”,- განაცხადა ხინთბამ sputnik abkhazia -სთან საუბრისას.

ხინთბას განცხადებით, ანგარიში ადამიანის უფლებების ნაწილში ცალკეული საერთაშორისო დოკუმენტების არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს. მისივე თქმით, ანგარიში ” აფხაზეთის შესახებ საეჭვო შინაარსის ახალი ამბების ერთობლიობას ეყრდნობა”.  ხინთბამ ამგვარ ინტერნეტ ვებ-გვერდად abkhazeti.info დაასახელა.

აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ გალის რაიონში სამართალდამცავი ორგანოების ნებისმიერ მოქმედება, მათ შორის საზღვრის უკანონო გადაკვეთის აკრძალვა, ანგარიშის ავტორებს ადამიანის უფლებების უკანონო დარღვევად მიაჩნიათ. ხინთბას შეფასებით, ანგარიში არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შინაარსისაა.

“პოლიტიკური ხედვის გამოყენება, მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება სულელური ტონია და ეს ტონი ლეგიტიმურია საქართველოში საკანონმდებლო დონეზეც კი. კერძოდ, ვსაუბრობ უკანონო კანონზე, რომლიც”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებაა”,- ამბობს ხინთბა,

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული მეოთხე კვარტალური ანგარიში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, მოიცავს 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს და სამინისტროს ცნობით, “მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები”.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი