სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის ცნობით, რუსეთში ქართული ღვინის რეალიზაცია აფხაზური წარმომავლობის მითითებით ხდებოდა

9 თებერვალი, 2016 • 1211
სოხუმის ცნობით, რუსეთში ქართული ღვინის რეალიზაცია აფხაზური წარმომავლობის მითითებით ხდებოდა

sputnik abkhazia-ს ცნობით, “როსპატენტმა” ქართული ღვინოების – “საღამო გაგრაში”,”რიწის საიდუმლო”, “აფხაზეთის ვაზი” და “ლიხნის საჩუქრები” რეგისტრაცია შეაჩერა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ღვინის დასახელების რეგისტრაციის შეჩერება აფხაზური დასახელებების არამართებულ გამოყენებას უკავშირდება.

სამომხმარებლო და ტექნიკური ზედამხედველობის აფხაზეთის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატალია შოხინა ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ღვინის უმეტესი ნაწილი შპს “აფხაზეთის ღვინო და წყლების” წარმოებისაა, თუმცა “როსპატენტმა” და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომუშავე დისტრიბუტორებმა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას შეატყობინეს, რომ ზემოთ აღნიშნული ღვინოების ბრუნვა და რეალიზაცია აფხაზური წარმომავლობის მითითებით ხდება, მაშინ, როცა ღვინოებს საქართველოს ტერიტორიაზე კომპანია “ბატონო” აწარმოებს.

“ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ ზემოთ აღნიშნული ღვინის რეგისტრაციაზე განაცხადი შპს “ღვინის სტილის” სახელით შედიოდა. ჩვენ რთული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, როსპატენტს წერილობით მივმართეთ, რომ ღვინის რეგისტრაციაზე განაცხადი არ მიეღოთ. კომპანია “ღვინის სტილისგანაც” მივიღეთ წერილი. ჩვენ კომპანიას ვუპასუხეთ, რომ ღვინის წარმოებისას აფხაზური სახელწოდებების გამოყენება აფხაზეთის მიმართ არაკორექტული და უპატივცემულობის გამომხატველია”,- განაცხადა შოხინამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი