სამხრეთ კავკასიის ამბები

პარტიის “ერთიანი აფხაზეთი” ხელმძღვანელად სერგეი შამბა აირჩიეს

27 იანვარი, 2016 • 1772
პარტიის “ერთიანი აფხაზეთი” ხელმძღვანელად სერგეი შამბა აირჩიეს

პარტიის “ერთიანი აფხაზეთი” ხელმძღვანელად სერგეი შამბა აირჩიეს. sputnik abkhazia-ს ცნობით პარტიის ხელმძღვანელის არჩევნები 27 იანვარს გაიმართა.

სერგეი შამბამ თავის გამოსვლაში იმ გამოწვევებისა  შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც მისი აზრით, პარტია დგას. შამბამ ხაზი გაუსვა მთელ რიგ გასატარებელ რეფორმებს და რუსულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენი საზოგადოების თაობებს შორის შეთანხმება უნდა მოხდეს. ეს თანხმობა ჩვენი შიდა და გარე პრობლემების გამკლავებისთვისაა საჭირო. პარტია “ერთიანი აფხაზეთი” აპირებს სერიოზულად მოემზადოს 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ, როგორც თანამედროვე პარტია, რომელსაც აფხაზი ხალხისათვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია”,- განაცხადა შამბამ.

სერგეი შამბა 1997 წლიდან 2010 წლამდე აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2010-11 წლებში მინისტრთა კაბინეტს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს იგი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრად აირჩიეს.

პარტია “ერთიანი აფხაზეთის” მეექვსე ყრილობაზე დელეგატებმა ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრები და პარტიის სარევიზიო კომისია, ხოლო პარტიის ვიცე-თავმჯდომარეებად ვლადიმირ ვასილიევი, რობერტ იალიანი და დათო ქაჯაია გახდნენ.

პარტია “ერთიანი აფხაზეთი” 2004 წელს დაარსდა, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებრივი მოძრაობა. ამავე წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად სერგეი ბაღაფში წარადგინეს, რომელიც ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი იყო.

2009 წლის 27 იანვარს “ერთიანი აფხაზეთი” რესპუბლიკურ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა და მას დაურ ტარბა ხელმძღვანელობდა. 2015 წლის ოქტომბერში კი ტარბა დაკავებული პოსტიდან გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი