სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმმა მოსკოვს მედიაში გამოყენებული ტერმინების გამო ნოტა გაუგზავნა

21 იანვარი, 2016 • 1310
სოხუმმა მოსკოვს მედიაში გამოყენებული ტერმინების გამო ნოტა გაუგზავნა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის საგარეო სამინისტროს ნოტა გაუგზავნა. ინფორმაციას  “აფსნიპრესი” ავრცელებს.

როგორც თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განმარტებული, ნოტის გაგზავნა რუსეთი სხვადახვა მედიასაშუალებებში აფხაზეთის მიმართ გამოყენებულ ტერმინებს უკავშირდება, როგორებიცაა: “არაღიარებული რესპუბლიკა”, “თვითაღიარებული რესპუბლიკა” და “დე ფაქტო მთავრობა”.

” მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, როცა აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება და ორმხრივი მოლაპარაკებებითა და შეთანხმებებით მყარდება, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ამგვარი ფორმულირებების გამოყენებას”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი