სამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს

15 იანვარი, 2016 • 2085
მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს

14 იანვრის საღამოს აზერბაიჯანის სამხედრო პირების ჯგუფმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე შესვლა სცადა. “კავკაზსკი უზელი” აღნიშნულ ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს.

“აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დივერსიულ-დაზვერვითი შესვლის მცდელობა 14 იანვარს, 21:20 საათზე დაიწყო და მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ ეს მცდელობა აღკვეთა. აზერაიჯანის დივერსიული ჯგუფი გაიქცა, დაღუპულია მინიმუმ 2 ადამიანი”,- აცხადებენ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროში და ხაზს უსვამენ, რომ მსხვერპლი მათი მხრიდან არაა.

haqqin.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალაების შემადგენელობაში მსხვერპლის შესახებ სომხეთის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

“აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედა ნაწილებში არავითარი მსხვერპლი არაა. გავრცელებულ ინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არ ასახავს სიმართლეს. მტერი აპირებს შექმნას საფუძველი მომავალი პროვოკაციებისთვის”,- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

news.am-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომხეთის სამხედრო პოზიზიების მიმართულებით ხუთშაბათს და პარასკევს 600 დარტყმა განახორციელა, მათ შორის ყუმბარმტყოცნებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი