სამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღის ჯარისკაცი კონფლიქტის ზონაში დაიღუპა

10 იანვარი, 2016 • 1909
მთიანი ყარაბაღის ჯარისკაცი კონფლიქტის ზონაში დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული დარტყმის  დროს სამხედრო მოსამსახურე არამაის ვოსკანიანი დაიღუპა. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინცინდენტი 9 იანვრის საღამოს, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს შორის არსებულ სასაზღვრო ხაზის აღმოსავლეთით მოხდა.

“ჯარისკაცი არამაის ვოსკანიანი 1996 წელს დაიბადა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული დარტყმებისას დაიღუპა, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს,”,- ამბობს მთიანი ყარაბაღის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი “კავკაზსკი უზელთან” საუბრისას.

9 იანვარს აზერბაიჯანმა სომხეთი 24 საათის განმავლობაში 120 დარტყმის განხორციელებაში დაადანაშაულა. იმავე დღეს მთიანმა ყარაბაღმა დასდო ბრალი აზერბაიჯანს ერთი კვირის მანძილზე 4500 დარტმის განხორციელებაში. აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულ ჯარისკაცთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.