სამხრეთ კავკასიის ამბები

ბანკების და სავალუტო პუნქტების ნაწილმა ბაქოში ვალუტის გაცვლა შეზღუდა

9 იანვარი, 2016 • 1968
ბანკების და სავალუტო პუნქტების ნაწილმა ბაქოში ვალუტის გაცვლა შეზღუდა

კომერციულმა ბანკებმა და ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა დღეს, 9 იანვარს ბაქოში მუშაობა შეაჩერეს. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, მათი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს უკავშირდება, რომელმაც ვალუტის ყიდვა/გაყიდვის სხვაობის 4% -იანი ზღვარი დააწესა.

“კავკაზსკი უზელი” წერს, რომ ბაქოს ერთ-ერთ ცნობილ ქუჩაზე, სადაც ყველაზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტია, 20 ასეთი პუნქტიდან მხოლოდ 2 მუშაობს.  მუშაობა შეაჩერეს კომერციულმა ბანკებმა, ძირითად კი “კაპიტალ ბანკის” ფილიალები აღარ მუშაობს. გამოცემის ცნობით, იმ სავალუტო პუნქტებთან, რომლებშიც  მუშაობა არ შეჩერებულა, მოქალაქეების რიგი დადგა.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის ყიდვა/გაყიდვას შორის 4 %-იანი სხვაობის დაწესების გადაწყვეტილება 8 იანვარს მიიღო, რომელიც ძალაში დღეს, 9 იანვარს შევიდა. ცენტარლურ ბანკს მიაჩნია, რომ ამის შემდეგ სპეკუალციური სავალუტო ოპერაციები შემცირდება.

8 იანვრის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 1,5642 აზერბაიჯანული მანათი ღირს,  ხოლო 1 ევრო 1,7009 მანათს უტოლდება. ოფიციალურად კურსი ორშაბათს, 11 იანვარს განახლდება. იმ სავალუტო ჯიხურებში, რომლებსაც მუშაობა არ შეუჩერებიათ კლიენტები 1 დოლარს 1,62 მანათად ყიდულობენ, ხოლო 1.56 მანათად ჰყიდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.