სამხრეთ კავკასიის ამბები

მიქვაბია: აფხაზეთის სტაბილური განვითარებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო

18 დეკემბერი, 2015 • 1339
მიქვაბია: აფხაზეთის სტაბილური განვითარებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო

აფხაზეთის სტაბილური განვითარებისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ბიუჯეტია საჭირო. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, არტურ მიქვაბიამ განაცხადა.

“იმისთვის, რომ ჩვენ თავს მტიცედ ვგრძნობდეთ და მომავალში დარწმუნებული ვიყოთ, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი გვჭირდება. ეს ციფრი თითქოს მიუღწევადია, მესმის, ხუთ წელიწადში ამ ციფრებზე ვერ გავალთ, მაგრამ 10-12 წელიწადში ჩვენ ამას შევძლებთ, რა თქმა უნდა, თუკი არ იქნება რაიმე კატაკლიზმები”.

აფხაზეთის მთავრობამ დაასრულა მუშაობა “2025 წლამდე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი