რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება არა მისი, არამედ საქართველოს წინა ხელისუფლების ბრალია. თუმცა, როგორც პუტინმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა.

“რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ეს პირველ რიგში ქართველი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზი ხალხის საქმეა. საჭიროა მათთან მუშაობა, ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განაცხადა პუტინმა.

მან ასევე შეაფასა სიგნალები, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლებიდან მოდის და თქვა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *