სამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

10 დეკემბერი, 2015 • 1611
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 10 დეკემბერს რუსულმა ვერტმფრენმა რამდენიმე წუთით, კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჰერო სივრცე დაარღვია.

თავდაცვის სამინისტრო ფაქტზე განცხადების გავრცელებას გეგმავს.

ეს ფაქტი რუსული თვითმფრინავის საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წლის 19 აგვისტოს, სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფ. ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. მაშინ თბილისმა გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი