სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი სპრსკას რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის შესახებ იუწყება

5 დეკემბერი, 2015 • 1961
სოხუმი სპრსკას რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის შესახებ იუწყება

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს მათი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ ბანია-ლუკაში, რომელიც არის სპრსკას (სერბთა) რესპუბლიკის ფაქტობრივი დედაქალაქი.

როგორც სოხუმის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ხელმძღვანელობდა, ხოლო ვიზიტი უშუალოდ სპრსკას რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის მიწვევით შედგა.

“ჩვენთვის ცნობილია, როგორი საგარეო ზეწოლის ქვეშ იყო თქვენი რესპუბლიკა. კონფლიქტის მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სერბთა რესპუბლიკა წარმატებულად ვითარდება,” – განაცხადა ჩირიკბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, მილორად დოდიკმა აფხაზეთის და სერბთა რესპუბლიკის ერთმანეთის მსგავს ბედზე ისაუბრა:

“აფხაზეთი ახლა არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც იბრძვის საერთაშორისო აღიარებისთვის,” – განაცხადა დოდიკმა, რომელმაც ასევე ისაუბრა 2008 წლის ომზე, როცა, მისი თქმით, თითქოს ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიიდან იგეგმებოდა დიდი რაოდენობით იარაღის გადატანა საქართველოში, თუმცა ეს აღკვეთილი იქნა სპრსკას რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევით.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს მეგობრული ურთიერთობის აუცილებლობას, ხოლო შეხვედრის დასასრულს ჩირიკბამ დოდიკი სოხუმში მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბოსნიის 1992-95 წლების ომი დასრულდა 1995 წლის ნოემბერში დეიტონის შეთანხმებით, რომლის შედეგად ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციული რესპუბლიკა შედგება შემდეგი სუბიექტებისგან: სერბებით დასახლებული სპრსკას (სერბთა) რესპუბლიკა; ხორვატი-მუსლიმებით დასახლებული ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია და ასევე, ბრჩკოს რაიონი, რომელიც საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშაა.

Об официальном визите делегации Республики Абхазия в Республику Сербская.По приглашению Президента Республики Сербско…

Posted by МИД Абхазии on Friday, December 4, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი