“იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის კონსტიტუცია და კანონი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მედიის წარმომადგენლებისთვის, და კონკრეტულად კრძალავს პრესის ცენზურას, აზერბაიჯანის მთავრობა რეგულარულად არღვევს ამ უფლებებს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში
რეპრესიები მედიის წინააღმდეგ
“ხელისუფლება ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და მედიის დამოუკიდებლობას. ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და დამოუკიდებელ ბლოგერებს აკავებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი მათ სცემდნენ და აპატიმრებდნენ. გარდა ამისა, ქვეყნის გარეთ მედიის წარმომადგენლებთან ან მათთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში დაფიქსირდა საეჭვო ძალადობრივი ინციდენტები. მთავრობამ მედიის შესახებ კანონით შემოიღო შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის, ხოლო ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა მედიასაშუალებებზე, ჟურნალისტებზე, ბლოგერებზე და აქტივისტებზე — როგორც ქვეყანაში, ისე ემიგრაციაში — მათ შორის მათი ნათესავების მიმართაც, რათა ისინი მთავრობის კრიტიკისგან შეეკავებინა.
