ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

10 მაისი, 2024 •
სომხეთში მრავალათასიანი აქციები მიმდინარეობს ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით

ერევანში მეორე დღეა მიმდინარეობს მრავალათასიანი აქციები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

პროტესტის სათავეშია სასულიერო პირი, ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და მხარს უჭერს სომხური ოპოზიცია.

ბაგრატ გალსტანიანი და მისი მომხრეები ერევანში ტავუშიდან 5- დღიანი მარშის შემდეგ ჩავიდნენ. 9 მაისს მასშტაბური აქცია გაიმართა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ბაგრატ გალსტანიანმა მომიტინგეებს გაფიცვისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

დღეს დილიდან დემონსტრაციებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. პარალელურად, ეროვნული ასამბლეის ორი ოპოზიციური ფრაქცია პარლამენტში პრემიერის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.

საღამოს რესპუბლიკის მოედანზე მორიგი ფართომასშტაბიანი მიტინგია დაგეგმილი.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ აზერბაიჯანის სასარგებლოდ რამდენიმე სადავო ტერიტორიის დათმობას.

პროსახელისუფლებო აქტორები გალსტანიანს რუსეთის ჯაშუშად აცხადებენ და აზერბაიჯანთან მორიგი ომის პროვოცირებაში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი